კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იოსებ ოცხელის გიმნაზიაში

კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იოსებ ოცხელის გიმნაზიაში


ვასილ ყიფიანი
იოსებ ოცხელი დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა მოსწავლეების კულტურულ-საგანამანთლებლო ღონისძიებებში ჩართვას. ხშირად აწყობდა ექსკურსიებს, ხელს უწყობდა მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის შემოქმედებითი ნიჭის წახალისებას. ხშირად გიმნაზიის ეგიდით ფასიანი კონცერტებიც იმართებოდა, რომელიც სასწავლებლის ფინანსურ გაძლიერებას ემსახურებოდა.
გინაზიაში ჩამოყალიბებული იყო თეატრალური დასი, სასულე და სიმფონიური ჯგუფები. ისინი დიდი მოწონებით სარგებლობდა მსმენელთა შორის. 1884 წელს აკაკი წერეთლის თაოსნობით დაფუძნდა მუდმივი ქართული თეატრი, სადაც მიიწვია გიმნაზიის ნიჭიერი მოსწავლეები და პედაგოგები.
1885 წელს, გამოჩენილმა ქართველმა მსახიობმა კოტე მესხმა ქუთაისში შეიქმნა დასი, სადაც მიიწვია გიმნაზიის პედაგოგი სიმონ ყიფიანი.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგმა, ვასილ ყიფიანმა შექმნა რამდენიმე დრამატული ნაწარმოები. ვ. ყიფიანის პიესა „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ 1926 წელს მოსკოვში დაიდგა ცნობილი რეჟისორის გრ. ყიფშიძის მიერ.  ლევან ყიფიანი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანაობასაც.
იოსებ ოცხელის დირექტორობის პერიოდში გიმნაზიის მოსწავლეები სპექტალებზე სპეციალური ნებართვით მიდიოდნენ, რაც ერთგვარ წამახალისებებელ ღონისიებას წარმოადგენდა.
გინმაზიის მუსიკა-გალ
კონსტანტინე ფოცხვერაშვილი
 ობის პედაგოგები ა. მრევლიშვილი და რ. ძამსაშვილი ასრულებდნენ არაერთ ქართულ სიმღერას, ასევე ქმნიდნენ მათ ნოტებს.
1912 წელს გიმნაზიის ბაზაზე, კოტე ფოცხვერაშილმა ჩამოაყალიბა გუნდი 60 წევრის შემადგენლობით. მან რამდენიმე ფასიანი კონცერტი გამართა, ხოლო შემოსული თანხით გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა ოჯახები სწავლის ქირისგან გაათავისუფლეს.
ილია ჭავჭავაძის ვერაგულ მკვლელობას მწუხარებით სავსე მუსიკალური ნაწარმოები მიუძღვნა გინმაზიის ორკესტრის პედაგოგმა, არტემ კვაჭანტირაძემ. ნაწარმოები სახელწოდებით „დარდი საქართველოზე“ ილიას სიკვდილის წლისთავზე შეასრულა ქართული გიმნაზიის ორკესტრმა ავტორის დირჟორობით.
ალექსანდრე გარსევანიშვილი
იოსებ ოცხელმა შეგროვილი ფულით, მოსკოვში, გროსეს მუსიკალური ლიტერატურის ლითოგრაფიაში დააბეჭდინა კვაჭანტირაძის ვალსი  - „დარდი საქართველოზე“, რომელსაც სისტემატურად ასრულებდა გიმნაზიის ორკესტრი სხვადასხვა ღონისძიებებზე.
ქართული დრამატული თეატრში მსახიობად მუშაობდა გიმნაზიის პედაგოგი ალექსანდრე გარსევანიშვილი.
1920 წელს საგანმანათლებლო „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრთა, კერძოდსილოვან თომას ძე ხუნდაძის თაოსნობით, გიმნაზიაში შეიქმნა წიგნადი ფონდი, რომლითაც სარგებლობდა ქალაქის ინტელიგენციაც.

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა


სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესი და მდიდარია სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის. მისი დაარსება უკავშირდება  ცნობილი ქართველი პედაგოგის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - სილოვან თომას ძე ხუნდაძის სახელს.

1920 წელს „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრთა, კერძოდ სილოვან თომას ძე ხუნდაძისთაოსნობით, გინმაზიაში შეიქმნა წიგნადი ფონდი, რომლითაც სარგებლობდნენ როგორც გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე ქალაქის ინტელიგენციაც.
იმ დროისათვის გიმნაზიაში არსებობდა 2 ბიბლიოთეკა - ერთი პედაგებისთვის, მეორე - მოსწავლეებისთვის.

1912-1913 წლებში სასწავლო წლის ანგარიშის მიხედვით, მასწავლებელთა საკითხავ ნაწილში ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე გამოცემული 3044 წიგნი აღირიცხა, ხოლო მოსწავლეთა ნაწილში 3743. ბილიოთეკას შემოწირულობის სახით ყოველწლიურად ემატებოდა ახალი წიგნი, რომელსაც ხელს უწყობდა „წიგნების გამოცემელი ქუთაისის საზოგადოება“ და „საყმაწვილო წიგნების გამომცემლობა“.
წიგნების გამოცემა-გავრცელებაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე იოსებ ოცხელს, კ. ლორთქიფანიძეს და თ. მთავრიშვილს. გიმნაზიის ბიბლიოთეკაში ეწყობოდა ლიტერატურული დილა-საღამოები და დისკუსიები. გიმნაზიაში შექმილი იყო ახალგაზრდა გამომცემელთა სექცია, სადაც აღსაზრდელების მიერ გამოიცემოდა პატარა ბორშურები.


დღესაც აქტუალურია ჩვენი ბიბლიოთეკა და იგი მნიშვნელოვანია არა  მარტო სკოლის მოსწავლეებისათვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რადგან იგი წარმოადგენს ფასდაუდებელ ეროვნულ საუნჯეს.

დღეისათვის, სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში 21 489-ზე წიგნია. მათ შორის რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ლათინურ ენებზე.

სკოლის ბიბლიოთეკის მდიდარი ტრადიცია დღესაც გრძელდება. იგი მოსწავლეების საყვარელი ადგილია.

გალერია














სილოვან ხუნდაძის ბიოგრაფია

სილოვან ხუნდაძის ბიოგრაფია

ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი და პუბლიცისტი სილოვან ხუნდაძე დაიბადა 1860 წლის 16 აპრილს სოფ. კალაგონში (დღევანდელი ჩოხატაურის რაიონი) მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში.
1880 წელს სილოვან ხუნდაძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1879-1880 წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალის “სამშობლო” ოთხი ნომერი. 1884 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი, სადაც სილ. ხუნდაძე ისმენდა გამოჩენილი მეცნიერების პეტრე ერნშტედტის, თადეუშ ზელინსკის, დავით ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და სხვათა ლექციებს.
ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, თავისი პირველი საყურადღებო ნაშრომი “ისტორიული კილო გრ. ორბელიანის ლექსებში” მან გამოაქვეყნა ჟურნალის “ივერია” 1882 წლის მე-12 ნომერში.
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1884 წლის შემოდგომაზე, სილ. ხუნდაძე შეუდგა მრავალწლიან, უაღრესად ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. აღნიშნული წლის დამლევიდან 1888 წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. 1888 წელს იგი დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. 1880-იანი წლების დამლევს ხუნდაძე არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად.
1900 წელს ხსენებული სკოლის ინსპექტორის იოსებ ოცხელის (1865-1919) და სილოვან ხუნდაძის თაოსნობითა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანადგომით შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დაფუძნება. იმისა, 1910 წელს იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა “მერანი”, რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო.
1907 წელს სილოვან ხუნდაძე უდიდესი მწუხარებით გამოეთხოვა ილია ჭავჭავაძეს, რომელთანაც აკავშირებდა ხანგრძლივი ურთიერთობა. “საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა, ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და გონებაში! საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძემ თავისი მოწამეობრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო განადიდა, კიდევ უფრო მკვიდრი, უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა! საქართველოს მტერნო, შეძრწუნდით! თქვენი საზარელი მკვლელობით თვით თქვენი თავი მოიკალით, თქვენი გული გამოიღადრეთ! ამიერიდან ქართველი ერი თქვენს საქმეებს დაგმობს, თქვენს სახელს ზიზღით მოიხსენიებს! ქართველო ხალხო! გონს მოდი, გამოფხიზლდი, გაარჩიე მტერი და მოყვარე! გარეშე მტრებმა ვერ შეძლეს შენი დამონება, შენი შერცხვენა. მხოლოდ შინაური მტრები შეიქნენ შენი შემარცხვენელნი! ქართველებო, ნუ დაივიწყებთ შოთას სიტყვებს: “მოყვარე, მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია”-ო!”- აღნიშნა თავის გამოსათხოვარ სიტყვაში სახელოვანმა პედაგოგმა და მამულიშვილმა. ილიას ხსოვნას მიეძღვნა იმავე წელს ქუთაისში გამოცემული მისი ნაშრომები “ილია ჭავჭავაძის სახსოვრად” და “მკვლელები და მცველები”.
1914 წელს კავკასიის სასწავლო ოლქმა ქუთაისის ქართული გიმნაზიის შესამოწმებლად მიავლინა თავისი ინსპექტორი, ქართველი ერის მოძულე, ვინმე კორიცკი. მას არ მოეწონა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და “ატესტატების სიმცირის” ყალბი საბაბით გადაწყვიტა მათი რაოდენობის ხელოვნურად შემცირება. გიმნაზიის პედაგოგები, პირველყოვლისა – იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე, აღაშფოთა რუსი მოხელის თვითნებობამ. მეორე დღეს კორიცკის სამასწავლებლოში სილოვან ხუნდაძე დახვდა. კორიცკის გამარჯობის ნიშნად გაწვდილი ხელი ჰაერში შერჩა… “ხეპრე თავი მეტის-მეტად მაღლა აგიწევიათ! ახალგაზრდობა ჩვენი უპირველესი საზრუნავია და საფიქრალი. მათ მსხვერპლად ვერასგზით ვერ შემოგწირავთ. ასეთ ატესტატებს არაფრად ვსაჭიროებთ და საერთოდ, საიდანაც მობრძანებულხართ, იქ შეგიძლიათ მიბრუნდეთ”-ო, მიუგო სილოვანმა კორიცკის. ეს უთანხმოება გახდა გიმნაზიიდან მისი დათხოვნის მიზეზი. იგი გიმნაზიას დაუბრუნდა მხოლოდ 1916 წლის დამლევს.
1917 წლის 17 მაისს ქუთაისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, შედგა სხდომა, რომელმაც განიხილა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხები. კრების მონაწილეთა შორის იყო სილოვან ხუნდაძეც. სხდომაზე შეიქმნა “თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება”.
1919 წელს, იოსებ ოცხელის გარდაცვალების შემდეგ, სილოვან ხუნდაძემ გიმნაზიას 1923 წლამდე უხელმძღვანელა.
სილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა ქუთაისში, 1928 წლის 12 მაისს. იგი განისვენებს ქუთაისის "მწვანეყვავილას" მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში.გი საქმიანობას შეუდგა, როგორც კერძო სრული გიმნაზია. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა ქართული ეროვნული საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ ოცხელი, ხოლო ინსპექტორად – სილოვან ხუნდაძე. ამ გიმნაზიასთან იყო დაკავშირებული ხუნდაძის მთელი შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა. მის აღზრდილთა შორის ბევრი იყო შემდგომში გამოჩენილი მოღვაწე. მათგან საკმარისია დავასახელოთ მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი, აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი, აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა, აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე, აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი, აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, პროფესორი ალექსანდრე წერეთელი, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, აკადემიკოსი ვარლამ თოფურია, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე და სხვანი.
1907 წელს სილოვან ხუნდაძე არჩეულ იქნა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელ წევრად. 1913 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. 1916 წელს იგი იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირი-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი. უახლეს მომავალში იქნება "სილოვან ხუნდაძის საზოგადოება "

დირექტორები

ალექსი ჭიჭინაძე
1880-1886 წ.წ
ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე (1851-1917), სახალხო განათლების უნარიანი ხელმღვანელი და პედაგოგიკის შესანიშნავი თეორეტიკოსი, მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. იგი არა მხოლოდ სწავლა-განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის იღწვოდა თავისი საქმიანობითა და სერიოზული პედაგოგიური ნაშრომებით, არამედ უწინარესად, განათლების დარგში ეროვნული უფლებების დაცვას მიიჩნევდა მთავარ პრობლემად. პედაგოგ  ალ. ჭიჭინაძესთანაა დაკავშირებული 1875 წელს ქუთაისში ორკლასიანი კერძო სასწავლებლის - პანსიონატის გახსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი. თავისი პედაგოგიური და აღმზრდელობითი შესაძლებლობები ალ. ჭიჭინაძემ სრულად მოახმარა 1880 წელს დაარსებულ ქუთაისი სათავადაზნაურო სასწავლებელს, რომელსაც უნარიანად უძღვებოდა დაფუძნების დღიდან 1886 წლამდე.


ვასილ ყიფიანი
1886-1895 წ.წ.
შესანიშნავი პედაგოგი ვასილ ყიფიანი (1855-1918) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სკოლის მუშაობის ხარისხის ამაღლებას. იგი თვითონ იყო მაგალითის მიმცემი სასწავლებლის პედაგოგთათვის მაღალპროფესიული და მეთოდურად სრულყოფილი გაკვეთილების ჩვენებით. მასწავლებელთა პროფესიული დაოსტატების საქმეში ვ. ყიფიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სპეციალობის შესაბამისი ლიტერატურისა და პერიოდული ჟურნალ-გაზეთების გაცნობას. მისი ხელმძღვანელობით ქართული სკოლა მართლაც რომ გამორჩეულ ადგილს იჭერდა იმდროინდელ სასწავლებელთა შორის.
ალექსანდრე გარსევნიშვილი
     ალექსანდრე ალექსანდრეს-ძე გარსევნიშვილი დაიბადა ქ.გორში1864 წელს ქართული წერა კითხვა მშბლებმა შეასწავლეს, პირველი დაწყებითი განათლებაც იქვე მიიღო. იჩენდა არაჩვეულებრივ სიბეჯითესა და შრომისმოყვარეობას ამჟღავნებდა სწავლისადმიმიდრეკილებას, თორმეტი წლისა კი შეიყვანეს თბილისისპირველ კლასიკურ გიმნაზიაში.
     მოსკოვის უნივერსიტეტდამთავრებული 24 წლის ჭაბუკი ა.გარსევნიშვილი როგორც ისტორიკოსი დაფილოლოგი პედაგოგიურ განათლებას ღებულობს ქუთაისის ქართულ ოთხკლასიან პროგრამაში, სადაც 1888 წლის პირველი სექტემბრიდან რუსული ენისა და ლიტერატურის მაწავლებლად დაინიშნა,აქედან იწყებამისი მრავალმხრივი ნაყოფიერი მოღვაწეობაც პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე.
     პროგიმნაზია თავდაპირველად იყო ორკლასიანი კერძო სასწავლებელი (პანსიონი) იგი მოთავსებული ყოფილა კერძო ბინაში (ამჟამად ლესია უკრაინას ქ.ნომერ 5_ში).
     1892 წელს ა.გარსევნიშვილმა დროებით დატოვა ქუთაისი და მუშაობა განაგრძო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში სიტყვიერების მასწავლებლად.
     1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე ისევ დააბრუნა ქუთაისის სათავადაზნაურო პროგრამაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, მუშაობდა შემდეგაც, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ი.ოცხელის ამ სასწავლებლის ხელმძღვანელად მოწვევამდე, პროგიმნაზია მალე გადაუკეთებიათ ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიად, რომელიც შემდეგ გადასულა ახლად აგებულ შენობაში (ამჟამად ი.ოცხელის სახ. მეორე საჯარო სკოლად).
     იმ დროს გიმნაზიაში მუშაობდნენ გამოცდილი პედაგოგები: სილოვან ხუნდაძე სამრინ ყიფიანი, გერასიმე ცაგაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, დომენტი ოყრეშიძე (იგივე თომაშვილი),  სიმონ ოცხელი, გიორგი საბანიძე, სერგო რობაქიძე, სიმონ დათეშვილი, თომა მთვირიშვილი, სიმონ ეზიკაშივილი, ვუკოვ ბერიძე, სოილომონ მიქელაძე, დავით ქუთათელაძე, პეტრე ყიფიანი, სოლომონ წერეთელი, ტრიფონ ჯაფარიძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, ვასილ წერეთელი, ივანე პაევსკი, ია ეკალაძე, ვარვარა ვოლსკაია, ნიკო შარაბიძე, შალვა სანიკიძე და სხვა შემდგომშიცნობილი აკადემიკოსები გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე ჯანელიძე, დიმიტრი უზნაძე, პროფ.გიორგი ნატაძე.
    ცნობილია, რომ პირველი საკვირაო სკოლა ქუთაისში 1891 წელს დაარსდა და თითქმისმეოთხედი საუკუნის განმავლობაში იარსება. ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახალხო განათლების დიდმა მოამაგემ მარიამ ვარდოსანიძემ.
    არანაკლებ მნიშვნელობანი იყო  ა.გარსევნიშვნილის ინიციატივით შექმნილი ე.წ. ქალ-ვაჟთა არალეგალური წრე, რომელიც ემსახურებოდა მეტად კეთილშობილურ მიზანს_დახმარებოდა ახალგაზრდობას საქართველოს ისტორიას და ქართული სიტყვიერების უმნიშვნელოვანესი პრობლემების გარკვევაში.
     განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი უანგარო შრომა, რაც გარსევნიშვილმა გასწია ქუთაისში სახალხო უნივერსიტეტის შექმნა-განმტკიცებისათვის. ეს იყო 1909 წელს.
     სახალხო უნივერსიტეტი მოთავსებული ყოფილა კინოთეატრ ,,რადიუმის’’ შენობაში, სადაც მექანიკოსად მუშაობდა ქუთაისელი ვასილ ამაშუკელი, პირველი ქართველი კინოოპერატორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, რომელმაც კინოფირზე აღბეჭდა აკაკი წერეთელის მოგზაურობა 1912 წელს, რაჭა-ლეჩხუმში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონია ა.გარსევნიშვილთან, სისტემატურად ესწრებოდა სახალხო უნივერსიტეტის ხაზით მოწყობილ ლექციებსა და მოხსენებებს. კინოს ადმინისტრაცია (ტიხონ ასათიანი და პავლე მეფისაშვილი) დარბაზსა და სცენას კვირაობით უფასოდ უთმობდა უნივერსიტეტს ღონისძიების ჩასატარებლად.
     ა.გარსევნიშვილი გატაცებული ყოფილა თეატრითა და მუსიკით. ჯერ კიდევ გიმნაზიას საკუთარი ინიციატივით შეუდგინა სცენის მოყვარულთა დასი, რომელიც დიდი პოპულარობით სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა.
      1921 წელს ალექსანდრე ტოვებს საყვარელ ქუთაისს, მიემგზავრება მშობლიურ ქალაქ გორში და მუშაობას იწყებს სახელმწიფო პედაგოგიურ ტექნიკუმში, თუმცა იგი ქუთაისის ხშირი სტუმარიცაა.
       ალ.გ-მა როგორც მრავალმხრივად განსწავლულმა პედაგოგმა და აღმზრდელმა სახელოვანმა მამულიშვილმა და ერისკაცმა ასობით ახალგაზრდას ჩაუნერგა უანგარო სიყვარული დედასამშობლოსადმი.
     ალექსანდრე გარსევნიშბილი გარდაიცვალა 1936 წელს.


იოსებ ოცხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ ოცხელი (დ. 16 სექტემბერი [ძვ. სტ. 28 სექტემბერი]1865ქუთაისი ― გ. 27 მარტი [ძვ. სტ. 9 აპრილი]1919ქუთაისი) — ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

აღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში. ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულეტი მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა 1885 წელს. შემდეგ მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის კანცელარიის მმართველად და თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლად. 1900 წლიდან იგი შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძისთაოსნობით იგი დაამტკიცა ქუთაისის პირველი ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად. 1905 წელს ოცხელის და სილოვან ხუნდაძის თაოსნობით ეს სკოლა გადაკეთდა ქართულ კერძო სათავადაზნაურო გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში. ოცხელის ინიციატივითა და გულმოდგინებით დაარსდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, სადაც არაერთი მოღვაწე (გრიგოლ რობაქიძე, სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე წერეთელივასილ წერეთელიდიმიტრი უზნაძე და სხვანი) კითხულობდა ლექციებს. იოსებ ოცხელის პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სახელი გაუთქვა ქუთაისის ქართულ გიმნაზიას.
იოსებ ოცხელის აღზრდილთა რიგებს ეკუთვნიან: აკადემიკოსები დიმიტრი უზნაძეკონსტანტინე ერისთავი და ალექსანდრე ჯანელიძე, პროფესორი სევერიან ბუაძე, პროფესორივიქტორ ნოზაძე, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და სხვა მოღვაწენი.
გოჩა თევდორაძე
გოჩა თევდორაძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1963 წლის 22 ივნისს, დაამთავრა ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა; 1980 წლიდან სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1985 წლიდან მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის ფაკულტეტზე.
1989 წლიდან 20-ე საშუალო სკოლის დირექტორების მოადგილეა - სასწავლო აღმზრედელობით დარგში.
1990 წლიდან ქუთაისი განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტია.
იმავე პერიოდში იგი პარალელურად მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად.
1995 წლიდან იგი ქუთაისი იოსებ ოცხელის სახელობის N2 გიმნაზიის დირექტორია - 2004 წლამდე.
2003 წლიდან იგი დიდ პოლიტიკაშია.

სალომე სარალიძე 
სალომე სარალიძე  დაიბადა  ქ.ქუთაისში  1971  წლის   28  მაისს.  დაამთავრა  ქუთაისის   აკაკი  წერეთლის სახელობის N1  საშუალო  სკოლა ;  1992-97   წლებში სწავლობდა  ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბიოლოგიასა და  მედიცინის  ფაკულტეტზე.  ბიოლოგიის (გენეტიკის)  სპეციალისტი. არის  ქიმიის  მასწავლებელი.
1998-2000 წ.წ_ში მუშაობდა  კერძო  სკოლა „იმედის“  ქიმიისა  და  ბიოლოგიის   მასწავლებლად.
2000-2008 წ.წ  ქუთაისის  განათლების  განყოფილების  მთავარი  სპეციალისტია.
2003-2005 წ.წ  ქუთაისის  საგანმანათლებლო  რესურს ცენტრის  მთავარი  სპეციალისტია.
2000-2009 წ.წ  ქუთაისის  აკაკი  წერეთლის  სახელობის 
N1 საჯარო  სკოლის  ქიმიის  მასწავლებელი.
2005-2006 წ.წ  ქუთაისის  განათლების  მუშაკთა  პროფესიული  კავშირის   თავმჯდომარის  მოადგილე.
2006-2009  წ.წ  საქართველოს პედაგოგთა  და  მეცნიერთა  თავისუფალი  პროფკავშირის  ქუთაისის  საქალაქო  ორგაანიზაციის თავმჯდომარე.
2009-2014 წ.წ  ქუთაისის  იოსებ  ოცხელის  სახელობის  ქალაქ  ქუთაისის  N2  საჯარო სკოლის  დირექტორი.
2014 წლიდან დღემდე - ქუთაისის აკაკი წერეთლის  სახელობის N1  საჯარო სკოლის  დირექტორია.



 სახელი და გვარი - მერაბ ჭოხონელიძე
  დაბადების თარიღი და ადგილი - 24.04.1968, ქუთაისი
  ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული (მეუღლე და 2 შვილი)
 საცხ. ადგილი - ქუთაისი, ცაცხვების შეს: #5
 ტელ:     574 24 68 68                 599 91 24 64
 ელ. ფოსტა - merabi242424:gmail.com
 განათლება - უმაღლესი
 სპეციალობა - ბიოლოგი, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელი
 სამეცნიერო ხარისხი - მეცნიერების დოქტორი ბიოლოგიაში.
 სამუშაო გამოცდილება
                      2009წ-დან დღემდე- შპს #1 სკოლის დამფუძნებელი (50 % წილის მფლობელი და თანადირექტორი
                       2007-2009 წ.წ.- ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტის საბაზისო მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
                        2004-2007 წ.წ.- იოსებ ოცხელის სახ #2 საჯ. სკოლის დირექტორი.
                         1998-2004 წ.წ.- ქუთაისის წმინდა ნინოს სა.გიმნაზიის დირექტორის მოადგილე.
                          1992-1998 წ.წ.- ქუთაისის სამედიცცინო ინსტიტუტის სამედიცინო ბიოლოგიის, გენეტიკისა და ეკოლოგიის კათედრის დოცენტი.
                           1990-1992 წ.წ.- ბოლნისის რ-ნის სოფ. ტანძიის საშ. სკოლის ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელი.
  განათლება:  
            1974-1985 წ.წ.- ქუთაისის #20 საშუალო სკოლა
            1986-1991 წ.წ.- ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკ-ტი ( წარჩინებით )
             1991-1994 წ.წ.- ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის ასპირანტურა.
   სერთიფიკატები:
1.     მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მონიჭებული მაქვს ბიოლოგიის მასწავლებლობის უფლება და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
2.      სხვადასხვა სახის ტრენინგების მონაწილის სერთიფიკატები სკოლის მართვისა და ბიოლოგიის სწავლების საკითხებში.

  უნარები:
 უცხოური ენების ფლობა:  ინგლისური ენა, რუსული ენა (კარგად)
  კომპ. პროგრამ. ფლობა:  Windows, Word, Excel, Internet.
დამატებითი ინფორმაცია:
ჯილდოები:
1.     საქართველოს განათელბისა და მეცნიერების მინისტრის საპატიო სიგელი.
2.     სოროსის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი (სამგზის)
გამოქვეყნებული შრომები:
               12 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 სახელმძღვანელ ბიოლოგიაში.



სკოლის ისტორია



მუზეუმი - ესაა წარსულის და მომავლის შეხვედრის ადგილი აწმყოში.
სკოლა, რომლის დაარსებაში უდიდესი ღვაწლია ერის სულიერი მამებისა: ილიაჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის არ შეიძლება იყოს მუზეუმის გარეშე.
ვირტუალურად გადავიდეთ მე-19საუკუნის მიწურულის კეკლუც და პეწიან ქუთაისში, მის ბულვარში იკრიბებოდა ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი; ერის ბედზე დაფიქრებულნი ოჯახურ შეკრებებზე საგანმანათლებლო საკითხებზე ბჭობდნენ, თათბირობდნენ და კამათობდნენ.
1979 წლის 15 მაისს შედგა წ.კ.გ.ს-ის პირველი ოფიციალური კრება, რომელმაც პირველ თავმჯდომარედ აირჩია  დიდი ქართველი მამულიშვილი დიმიტრი ყიფიანი, თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) დიდ ილია, რომელიც მოგვიანებით თვითონ ასრულებდა თავმჯდომარის საპატიო მოვალეობას, მდივნად ალექსანდრე სარაჯიშვილი, გამგეობის წევრებად კი - იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ვანო მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი და სხვანი, აგრეთვე საზოგადოების ნამდვილი წევრნი.
„ . . . ამისთანა მაღალმნიშვნელოვანი  საზოგადოება ჩვენში  ჯერაც არ დაბადებულა, მას დანიშნულებად აქვს არა რაიმე დაბალი საგანი, არამედ იმისთანა უძვირფასესი საუნჯე ადამიანისათვის, როგორიც არის ერის განათლება. იგი ემსახურებოდა არა ერთი რომელიმე წოდებას ქვეყნისასა, არამედ ვალად იღებს ზრუნვას მთელ ერზედ“ - წერდა საზოგადოების დაარსებისას იაკობ გოგებასვილი.
საზოგადოებამ  არსებობის მანძილზე  40 სკოლა გახსნა  საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში. მათ შორის იყო შემდგომში სახელგანთქმული ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია, რომელიც საზოგადოების დაუღალავი მოღვაწეობის შედეგად დაარსდა 1880 წლის 3 თებერვალს. იგი ორი ათეული წლის მანძოლზე არსებობდა, როგორც სათავადაზნაურო სკოლა და მხოლოდ 1900 წელს გადაკეთდა გიმნაზიად. სკოლის პირველ ზედამხედველად (დირექტორად) იმავე 1880 წელს დაინიშნა გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე.
1884-8586 წლებში ქუთაისის სააზნაურო სკოლაში პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდნენ შემდეგი პირები:
1)     ალექსი ჭიჭინაძე (მოსკოვის იურიდიული ფაკულტეტი);
2)     სპირიდონ მატარაძე (თბილისი სასულიერო სემინარია)
3)     ბარბალე ვოლსკაია (ქუთაისის ქალთა გიმნაზია);
4)     სპირიდონ ჯორჯიკია (ნოვორისიისკის უნივერსიტეტი, მათემატიკის ფაკულტეტი);
5)     სიმონ ღოღობერიძე (კიევის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი);
6)     სილოვან ხუნდაძე (პეტერბურგის  უნივერსიტეტის აღმოსავლური ენები);
7)     ბესარიონ ნიჟარაძე (სასულიერო სემინარია);
8)     ფილიმონ ქორიძე (სასულიერო სემინარია);
9)     სიმონ ხეჩინაშვილი (მოსკოვის უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტი).
დაარსებიდან პირველი ექვსი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა განათლებული, პედაგოგიური ალღოთი და ტაქტით უხვად დაჯილდოვებული პიროვნება ალექსი ჭიჭინაძე, 1886 წელს ის თბილისში გადაიყვანეს სამუშაოდ.
1886 წელს ინსპექტორის თაამდებობაზე დაინიშნა გამოცდილი პედაგოგი სპირიდონ ჯორჯიკია. დანიშვნიდან ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
1886 წელს სკოლის ხელმძღვანელად შეირჩა ვასილ ყიფიანი, კარგი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. იგი 1895 წელს თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.
1895-1896 სასწვლო წლებში ქუთაისის ქართულ სკოლას განაგებდა სიმონ ღოღობერიძე - კარგი პედაგოგი  და მეთოდისტი ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს თნამდებობიდან.
1897 წელს სკოლის მეთაურად დაინიშნა ალექსანდრე გარსევანიშვილი - განათლებული  დიდი საზოგადოებრივი  ინტერესების მქონე პიროვნება. 1900 წელს მანაც დატოვა თანამდებობა.
1900 წლის ივნისიდან 1901 წლის იანვრამდე - 6 თვით სკოლას უხელმძღვანელა მიხეილ ჩინჩალაძემ.
ანტონ ლორთქიფანიძისეული შენობა სკოლას ვეღარ აკმაყოფილებდა. საჭირო შეიქნა ახალი ბინის მოძიება. 1898 წლის სექტემბერში ჯერ კიდევ ალექსანდრე  გარსევანიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში სკოლა გადავიდა საფიჩხიის ტერიტორიაზე, ახლანდელი უკრაინკას ქუჩის #5-ში ჯაიანის სახლში.
1900 წლის ბოლოს ქუთაისის ქართულ სკოლაში მეტად დაიძაბა ვითარება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდგომარეობის შესასწავლად შექმნა კომისა. ამ კომისიის ერთ-ერთ წევრად დამტკიცებული იყო ქუთაისის კერძო დაწყებითი სკოლის დირექტორი იოსებ ოცხელი. მისი ცოდნის, გამოცდილებისა და პირადი ადამიანური თვისებების გათვალისწინებით იმავე საზოგადოებამ გადაწყვიტა ქუთაისის ქართული სკოლის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე წამეუყენებია იოსებ ოცხელის კანდიდატურა (1901 წლის იანვრიდან).
იოსებ ოცხელი თავიდანვე  შეუდგა სკოლის ძირფესვიან გარდაქმნას და  მიუხედავად ზოგიერთი წინააღმდეგობისა, შეძლო 1905 წლის რევოლუციის ქარიშხლიან დღეებში ქუთაისის ქართული სკოლის გადაკეთება კერძო გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში.
ისებ ოცხელმა ქართული გიმნაზიის ირგვლივ შემოიკრიბა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი პედაგოგები, რომელთა შორის იყვნენ: სიმონ ყიფიანი, სილოვან ხუნდაძე, გერასიმე ცაგარეიშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, დომენტი ოყრეშიძე (თომაშვილი), სიმონ ოცხელი, თომა მთავრიშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, სერგო რობაქიძე და სხვები.
გიმნაზიისათვის შესაბამისი შენობის უქონლობის გამო ქუთაისის თავადაზნაურთა მოწინავე ჯგუფებისა და საზოგადო მოღვაწეების წინაშე მკვეთრად დაისვა საკითხი ქართული გიმნაზიისათვის  საკუთარი შენობის აგების შესახებ.
1907 წლის  23 სექტემბერს შედგა სათავადაზნაურო გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტისა და შენობის ამგები კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა შენობის აგების საკითხი. გადაწყდა, რომ შენობა აგებულიყო გეგუთის ქუჩაზე (ამჟამად გ. ტაბიძის ქ. #58 ყოფილი წულუკიძის ქუჩა).
მოგონებებით ვიგებთ, რომ გიორგი ეპოსკოპოსს 1910 წელს ბალავერი  უკურთეხებია და იოსებ ოცხელს ბალავერში რამდენიმე ადგილას ოქრის მანეთიანები ჩაუყრია. შენობა ნაწილობრივ ექსპლუატაციაში შევიდა 1912 წელს, ხოლო 1913 წელს სრულად დამთავრდა.
შენობის აგება დაჯდა 93 ათასი ოქროს მანეთი ჩვენი სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია (იგი სიყვარულით ნაგებია).
გიმნაზიასთან და იოსებ ოცხელის მოღვაწეობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა,  რაზედაც იმ ხანად არავინ ზრუნავდა. იოსებ ოცხელის ინიციატივით, მისი  პედაგოგიური კოლექტივის მონაწილეობით მრავალი სახელმძღვანელო იქნა გამოცემული და გავრცელებული.
ვრცელია იმ აღზრდილთა სია, რომლებმაც პირველი ქართული გიმნაზია დაამთავრეს და ჩვენდა საბედნიეროდ ჩვენი სამშობლოს ღირსეულ მამულიშვილებს  წარმოადგენენ.
 არ იყო იოლი გიმნაზიის თვითდამკვიდრება, ბევრი მტერი და მოშურნე ჰყავდა როგორც გიმნაზიას, ასევე . . . იოსებ ოცხელს.
1904 წლის 29 ივლისს პეტერბურგიდან მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორმა  შეატყობინა სასწავლო ოლქის მზრუნველ ზავადსკის, რომ . . .  თავადი მთავარმართებელი (გოლიცინი) არ ნახულობს დაბრკოლებას ქუთაისის სააზნაურო სკოლის პროგიმნაზიად გაკეთებისა და  თავადაზნაურობისათვის მისი დაქვემდებარების შესახებ (XI ტ. Iნ. 1492 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე).
სასიამოვნო რეალობაა, რომ 1918 წელს თბილისში ქართული უნივერისტეტის დაარსების წინ  უძღოდა 1917 წლის 17 მაისს ქუთაისში ქართული გიმნაზიის შენობაში შემდგარი სხდომა, რომელსაც უნდა განეხილა მომავალი უნივერისტეტის დაარსების საორგანიზაციო საკითხები. ივანე ჯავახიშვილისა და კრების თავმჯდომარის იოსებ ოცხელის გარდა სხდომას ესწრებოდა 23 პირი, რომელთაგან სილოვან ხუნდაძე იყო ერთ-ერთი  ინიციატორი - ამ სხდომის  ქუთაისში ჩატარებისა. სწორედ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე შეიქმნა თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება - პირველი გაერთიანება, რომელსაც მომავალი უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისათვის ზრუნვა ევალებოდა.
1911 წლის ნოემბერში იოსებ ოცხელი ექვთიმე თაყაიშვილს წერდა: „ისტორიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულმა რამდენიმე პირმა სურვილი გამოთქვა - კარგი იქნება,  ქუთაისში დაარსეს საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის განყოფილება. . იმავე წლის 4  დეკემბერს ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში შედგა ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის  შეკრება, რომელზედაც  ოფიციალურად იქნა განხილული ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისსაქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების განყოფილების დაარსების საკითხები, ხოლო 1913 წლის 18 თებერვალს გაიმართა დამფუძნებელთა კრება.
გარდა საერთო საქმეებისა - გიმნაზიაში ჩქეფდა კულტურულ საგანმანათლებლო მუშაობა. გიმნაზიის გუნდს ხელმძღვანელობდა ნიკო შარაბიძე, სიმებიან ორკესტრს - არტემ კვაჭანტირაძე.
გიმნაზიას ჰქონდა საკუთარი გამომცემლობა და ამასთან გიმნაზიის მასწავლებლები თავიდანვე მონაწილეობდნენ ქართულსა და რუსულ პრესაში; ისინი გაზეთებსა და ჟურნალებში აშუქებდნენ საჭირბოროტო საკითხებს და ბეჭდვითი სიტყვის საშუალებით ავრცელებდნენ პროგრესულ შეხედულებებს. გიმნაზიის მასწავლებლები  თარგმნიდნენ მხატვრულ თუ მეცნიერულ ნაშრომებს.
იოსებ ოცხელის თანამედროვეთა ცნობით, აღმზრდელი პედაგოგი  ტიფით დაავადებულ მოსწავლეს ეწვია სანუგეშოდ. მის საწოლზეჩამოჯდა დააიმედა მოზარდი. იმ დღეს მიიღო ინფექცია და იმსხვერპლა კიდეც პარტახტიანმა ტიფმა, ბოლომდე მხნედ ებრძოდა თურმე იმ დროისათვის დაუძლეველ სენს, აგონიაში მყოფიც აზრით, გონებით გიმნაზიაში ტრიალებდა, მოუხმობდა თანამოსაქმეებს. სავალალოა, რომ ასეთ სრულქმნილ პიროვნებებას, საკუთარი  შთამომავლობა არ დარჩენია. ახალგაზრდობის აღზრდისა და თავდაუზოგავი საზოგადოებრივი გარჯის გამო პირად ცხოვრებას დააკლო ხელი. ამიტომ აღინიშნა მისი გარდაცვალების მე-40 დღეს მისმა თანამოსაქმემ და მეგობარმა გერასიმე ცაგარეიშვილმა: „. . . შენ ბუნებას პედაგოგის ასპარეზისათვის გაუჩენიხარ . . . შენი ნიჭი და გამოცდილება ქართველ საზოგადოებას უფრო ფართო ფარგლებისათვის დაჭირდა . . .   შენი ცოლი და შვილი შენი საყვარელი გიმნაზია იყო, რომელსაც შენი ახალგაზრდობა და სიცოცხლე შეწირა“.
იოსებ ოცხელი 1919 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა 54 წლის ასაკში. მისი ბიოგრაფიული მოკლე მონაცემები ასეთია: იოსებ ივანეს ძე ოცხელი დაიბადა ქუთაისში 1865 წ სექტემბრის 16 (29). პირველდაწყებითი სწავლა ქუთაისის კათოლიკურ  სამრევლო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სავაჟო გიმნაზიაში, რომელიც მან 1885 წ დაამთავრა, იმავე წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე და დაასრულა იგი 1889წ. პირველი ხარისხის დიპლომით.
1892წ. მან დაარსა ქუთაისში სამაგალითო საბავშვო ბაღი, რომელიც 1903 წლამდე არსებობდა. 1904 წელს იგი  მიიწვიეს ქუთაისის სათავადაზნაურო შკოლის გამგედ. 1901წ ეს სკოლა მისი ინიციატივით უფლებიან გიმნაზიად გადაკეთდა. განსვენებული სიკვდილამდე განაგებდა ამ გიმნაზიას; იოსებ ოცხელი  დაკრძალული იქნა კოთოლიკეთა ეკლესიის გალავანში. ამჟამად მისი ნეშტი განისვენებს მწვანე ყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1913 წელს საგნების სწავლება ასე იყო გიმნაზიაში განაწილებული:
1)     საღვთო სჯული - ი. აბესაძე, ალ. გერსამია;
2)     რუსული ენა - ალ. გარსევანიშვილი, გ. ცაგარეიშვილი, დ.უზნაძე, ნ. ნუცუბიძე, მ. კობახიძე, ს. დათეშიძე, დ. ჩიმაკაძე;
3)     ქართული ენა - ს. ხუნდაძე, ვ. ბერიძე, ი. ნიკოლაიშვილი, ს. ყიფიანი, ი. ცინცაძე, დ. ლორთქიფანიძე;
4)     ფრანგული ენა - პ, ყიფიანი, ჯ. ჯორჯოკია, ალ. ჯანელიძ;
5)     გერმანული ენა - გ. სვანიძე, მ. შევარდნაძე;
6)     ლათინური ენა - მ. ჩინჩალაძე, გ. პავლოვი, ალ ჯაფარიძე;
7)     ისტორია (საზოგადო) - ალ. გარსევანიშვილი, დ. უზნაძე, მ. კობახიძე;
8)     საქ. ისტორია - ვუკ.ვერიძე, ი.ნიკოლაიშვილი, ს. ყიფიანი, ი. ცინცაძე;
9)     გეოგრაფია - დ. ქუთათელაძე, რ. ბაქრაძე, ბ. მამფორია.
10)ბუნებისმეტყველება - ს. რობაქიძე;
11)კოსმოგრაფია - ალ. ჯანელიძე;
12)ფიზიკა - ალ. ჯანელიძე, ს. წერეთელი;
13)არითმეტიკა - ალ. ნიჯარაძე, ალ. ჯაფარიძე, თ. მთავრიშვილი, დ. ლორთქიფანიძე, ლ. ჩიმაკაძე;
14)ალგებრა - ი. ოცხელი, ს. ეზიკაშვილი, ს. წერეთელი, ლ. ნიჟარაძე, ალ. ჯაფარიძე;
15)გეომეტრია - ალ. ნიჟარაძე, ალ. ჯაფარიძე, ს. წერეთელი;
16)ტრიგონომეტრია - ს. ოხელი, ს. ეზიკაშვილი;
17)ფილოსოფიის პროპედევტიკა - ტ. ჯაფარიძე;
18)კანონმცოდნეობა - ს. მიქელაძე;
19)ხატვა - ი. პაევსკი.
(აი სანატრელი და აუცილებელიჩამონათვალი აზროვნების განვითარებასა და ცნობიერებისათვის, არცერთი ზედმეტი (!)).
იოსებ  ოცხელი თეატრის, მუსიკის, მწერლობის მოამაგე იყო, სპექტაკლზე მოსწავლეთა დასწრებას წახალისების საშუალებად იყენებდა,  თეატრისადმი სიყვარულს და პატივიცემას უნერგავდა მოზარდებს, პედაგოგებთან ერთად, როგორც აღინიშნა, პირობებს უქმნიდა მსახიობებს, ქართული მუსიკის პატივისცემას ახწავლიდა მოზარდებს, ძველი სიმღერა-გალობების ქომაგი იყო, ამიტომ იყვნენ მის გვერდით იმდროინდელი საგუნდო და  საორკესტრო ხელოვნების ღვაწლმოსილი მუშაკები: ნიკო შარაბიძე, არტემ კვაჭანტირაძე: კვაჭანტირაძის მუსიკა „სევდა საქართველოს“, რომელიც ილიას ბარბაროსულ მკვლელობას ეძღვნებოდა, ოცხელის ინიციატივით მოსკოვში გამოიცა. იგი პირველად ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების წლისთავზე იქნა შესრულებული ი. ოცხელის დახმარებით გამოსცა ნ.შარაბიძემ ეროვნულ სამხმოვან სიმღერათა კრებული. გიმნაზიის მოსწავლეები იმდროინდელი ქუთაისის ყველა საინტერესო ღონისძიების მონაწილენი იყვნენ. 1912-13 წლებში კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი ეწვია ქუთაისს, ჩამოაყალიბა მომრერალთა გუნდი. გუნდის 60 წევრი გიმნაზიის მოსწავლე იყო და ფაქტიურად მისი ორგანიზება იოსებ ოცხელის უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა. გუნდმა რამდენიმე კონცერტი გამართა.  შმოსული თანხა იოსებ  ოცხელმა მთლიანად მოახმარა ღარიბ მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფარვას. ღარიბი მოსწავლეები იმ წელს გადასახადებისაგან  გაათავისუფლეს.
ცხადია - სკოლის ორკესტრს, მომღერალთა გუნდს, დრამატულ წრეს დაკისრებული ჰქონდა აღზრდის, განათლების ეროვნული სულისკვეთების გაღრმავებისა და  და საქველმოქმედო ფუნქციები.
. . .  და ასეთ სრულყოფილ (!) გარემოში აღიზარდნენ ქართული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები.
მკითხველო წარმოიდგინეთ ფალიაშვილების და ბალანჩივაძეების მუსიკალური ჰანგებით გაჟღენთილ ქუთაისის იმდროინდელ პეწიან იმერულ „სალონებში“ დები იშხნლების „სტუმრობა“. ქუთაისის ბულვარში „ვიღაც“ უცნობი ორატორი აჯადოებს მსმენელს და ეს „ვიღაც“ - მსოფლიო ლიტერატურის ვარსკვლავი. გრიგოლ რობაქიძე  მის თანატოლ კონსტანტინე გამსახურდიას თხოვს უშუამდგომლოს იოსებ ოცხელთან, რომ ნება დართოს „ეგზამენები“ დაიჭიროს ქართულ გიმნაზიაში.
იგივე სურვილი ჰქონია „პოეტების მეფესაც“ (გალაქტიონს), მაგრამ შემდეგ რეალური სასწავლებლისათვის მიუშურებია. იმ დროისათვის ქუთაისში გარდა კლასიკური და ქართული გიმნაზიებისა,   ქალაქს ასაზრდოებდა „წმინდა ნინოს სასწავლებელი“ და ვირტუალური გასეირნება წარმოვიდგინოთ ქალთა მეჯლისზე „გაპარული“ მკვირცხლი გიმნაზიელი კოწია გამსახურდია, როგორი კავალერი გახლდათ.
ჩვენდა საბედნიეროდ ძალზე გრძელია იმ გამოჩენილ პედაგოგთა და აღზრდილთა სია, რომლებიც პირველ ეროვნულ გიმნაზიაში ასწავლიდნენ, სწავლობდნენ. ერთი-ერთი მათგანია კონსტანტინე გამსახურდია. იგი „ლანდებთან ლაციცში“  იგონებს რა იოსებ ოცხელს, მას „მეორე მამას“ უწოდებს. „როცა მამა გარდამეცვალა იოსებ ოცხელმა დამამშვიდა: აღარ გყავს მამა, მაგრამ აქა ვართო შენი მშობლები, მასწავლებლები.
იოსებ ოცხელმა, სილოვან ხუნდაძემ, გერასიმე ცაგარეიშვილმა, სიმონ ყიფიანმა, იასონ ნიკოლაიშვილმა მამობრივი მზრუნველობით გამითბეს დაზაფრული გული.
„იოსებ ოცხელის ნათელი სახე არასოდეს ამოიშლებაჩემი გულიდან, იგი იყო მესხი, ახოვანი, ბრგე ვაჟკაცი, შვილები არ ჰყავდა, მაგრამ თავის მოსწავლეებს უვლიდა ისე, როგორც ზოგიერთი მამა არ უვლის თავის შვილებს...
მუდამ ფხიზლად იდგა თავის სადარაჯოზე, მოსწავლე ავად გახდებოდა თუ არა, ოცხელი უკვე თავზე დაადგებოდა. . .
ბრწყინვალე ორკესტრი, საქართველოს დიდი პატრიოტი, ხშირად ახსენებდა თავის მესხობას.
მათემატიკის შესანიშნავი მცოდნე, იგი კარგად ერკვეოდა ბიოლოგიის, ფილოსოფიის, ისტორიის, არქეოლოგიის და ნუმიზმატიკის საკითხებში.
მისი ყოველი გამოსვლა გიმნაზიის სააქტო დარბაზში, ეს იყო მჭრმეტყველების, პატრიოტიზმისა და კაიკაცობის მანიფესტი“.
ყოველი მოსწავლე თავადაა ძეგლი აღმზრდელისა, მაგრამ . . . კონსტანტინე გამსახურდიამ მისი ინიციატივით, შემოიკრიბა ირგვლივ 148 თანამედროვე „ოცხელელები“ გიმნაზიიდან და ფიზიკურადაც დაუდგენ ბიუსტები სკოლის ეზოშიც და მწვანე ყვავილას პანთეონში ფაქსიმილით: „ღირსეულ პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწეს მადლიერი მოწაფეებისაგან“. ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ მადლიერების გრძნობა ასე გვაკლია (!).
საბჭოთა ხელისუფლების წლებში პირველმა ქართულმა გიმნაზიამ ფორმაცია შეიცვალა. თვით შენობამაც შეიცვალა დატვირთვა. საბჭოთა საქართველოში უკვე არსებობდა მუშათა კლასისათვის „ხელშეწყობა“, სწავლას დაწაფებულნი სხვადასხვა სასწავლებლებში ეწაფებოდნენ განათლებას. მოიმატა სკოლებმა და ამდენად გიმნაზიამ თავისი „ფუნქცია დაკარგა (?). სამამულო  ომის წლებში ამ შენობაში ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ის უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც გიმნაზიის ეზოდ ითვლებოდა „წითელმა ხელისუფლებამ“ სხვადასხვა სოციალურ ფუნქციებს გადაუნაწილა. ეზოს ორი პარალელური ქუჩა ესაზღვრებოდა („გეგუთის ულიცა“ და „მესხეთის ულიცა“) დასავლეთის მხრიდან „გუბერნატორის სახლი“ ესაზღვრებოდა შემდგომში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო. აღმოსავლეთის მხრიდან ახლანდელი ნიკო ლორთქიფანიძის ქუჩა.  წითელმა ხელისუფლებამ სამოსახლოებად „დააჩუქა(?)“ ეზოს შემოგარენი . . . და იქამდე „საპარადო“  ჭიშკარიც კი აღარ დაუტოვა და მხოლოდ  - „გეგუთის ქუჩის“ მხრიდან დარჩა  ოფიციალური შემოსასვლელი. მოსახლეობასაც ეზოთა და ნაგებობათა უკანა ნაწილი შეურაცხმყოფელად არის სკოლისადმი „მიშვერილი“. (მობინადრეთა მორალთან და ეთიკის ნორმებთანაა დაკავშირებული სკოლის ეზოს ბედი, სახლების უკანანაწილები, ზოგჯერ ქათმებს გადმოდენიან, ზოგჯერ ლეიბებს და საბნებს გადმოაფენენ გასამზეურებლად და . . . ვისაც არ ეზარება გადმოდის ეზოში და რაც მას მოსწონს იმ ხეს რგავს იმ მოტივით მე მოვუვლიო.
ამ გაძარცვულ (!) ეზოს შემდეგ წლებში ზნეობრივი (!) სკოლის დირექტორებიყვავილნარით აპატიოსნებდნენ. საბჭოთა სკოლამაც მრავალგზის შეიცვალა ფორმაცია. ხან 9 წლიანი არასრული სკოლა იყო, ხან ვაჟთა მე-2 საშუალო სკოლა, ხან აკაკი წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა, შემდეგ მე-2 საშუალო სკოლა იწოდება იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საშუალო სკოლად, 1890 წლიდან (ამ პროექტის თანაავტორის მონდომებითა და ძალისხმევით. იგივე თანაავტორმა დააარსა - „იოსებ ოცხელის საზოგადოება“ და რამდენიმე წლის შემდეგ ეცადა და „მოახერხა“ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მოტივით და საგანთა იმ ჩამონათვალთა გათვალისწინებით სასწავლო პროცესში სკოლამ ერთხელ კიდევ შეიცვალა ფორმაცია და . . .  1995 წლიდან არსებობდა „იოსებ ოცხელის სახელობის N2 გიმნაზია“.  შემდგომ  წლებში იწოდება - „იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლად  სკოლად“ დღემდე.

სკოლას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ დირექტორები: ა. ჭიჭინაძე, ა. გარსევანიშვილი, ვ. ყიფიანი, თ. ადამაძე, ი. ვასაკიძე, კ. კუჭუხიძე, ნ. ნუცუბიძე, ი. გენძეხაძე, ვლ. ხოტივარი, ა. გოგელია, ა. სანდუხაძე, გ. თევდორაძე, ა. ძაგნიძე, მ. ჭოხონელიძე, ა. ძაგნიძე, გ. მჟავანაძე, ს. სარალიძე, ა. ძაგნიძე, მ. ჯიშკარიანი.