ალექსი ჭიჭინაძე
1880-1886 წ.წ
ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე (1851-1917), სახალხო განათლების უნარიანი ხელმღვანელი და პედაგოგიკის შესანიშნავი თეორეტიკოსი, მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. იგი არა მხოლოდ სწავლა-განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის იღწვოდა თავისი საქმიანობითა და სერიოზული პედაგოგიური ნაშრომებით, არამედ უწინარესად, განათლების დარგში ეროვნული უფლებების დაცვას მიიჩნევდა მთავარ პრობლემად. პედაგოგ ალ. ჭიჭინაძესთანაა დაკავშირებული 1875 წელს ქუთაისში ორკლასიანი კერძო სასწავლებლის - პანსიონატის გახსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი. თავისი პედაგოგიური და აღმზრდელობითი შესაძლებლობები ალ. ჭიჭინაძემ სრულად მოახმარა 1880 წელს დაარსებულ ქუთაისი სათავადაზნაურო სასწავლებელს, რომელსაც უნარიანად უძღვებოდა დაფუძნების დღიდან 1886 წლამდე.
ვასილ ყიფიანი
1886-1895 წ.წ.
შესანიშნავი პედაგოგი ვასილ ყიფიანი (1855-1918) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სკოლის მუშაობის ხარისხის ამაღლებას. იგი თვითონ იყო მაგალითის მიმცემი სასწავლებლის პედაგოგთათვის მაღალპროფესიული და მეთოდურად სრულყოფილი გაკვეთილების ჩვენებით. მასწავლებელთა პროფესიული დაოსტატების საქმეში ვ. ყიფიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სპეციალობის შესაბამისი ლიტერატურისა და პერიოდული ჟურნალ-გაზეთების გაცნობას. მისი ხელმძღვანელობით ქართული სკოლა მართლაც რომ გამორჩეულ ადგილს იჭერდა იმდროინდელ სასწავლებელთა შორის.
ალექსანდრე გარსევნიშვილი
ალექსანდრე ალექსანდრეს-ძე გარსევნიშვილი დაიბადა
ქ.გორში1864 წელს ქართული წერა კითხვა მშბლებმა შეასწავლეს, პირველი დაწყებითი განათლებაც
იქვე მიიღო. იჩენდა არაჩვეულებრივ სიბეჯითესა და შრომისმოყვარეობას ამჟღავნებდა სწავლისადმიმიდრეკილებას,
თორმეტი წლისა კი შეიყვანეს თბილისისპირველ კლასიკურ გიმნაზიაში.
მოსკოვის
უნივერსიტეტდამთავრებული 24 წლის ჭაბუკი ა.გარსევნიშვილი როგორც ისტორიკოსი დაფილოლოგი
პედაგოგიურ განათლებას ღებულობს ქუთაისის ქართულ ოთხკლასიან პროგრამაში, სადაც
1888 წლის პირველი სექტემბრიდან რუსული ენისა და ლიტერატურის მაწავლებლად დაინიშნა,აქედან
იწყებამისი მრავალმხრივი ნაყოფიერი მოღვაწეობაც პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე.
პროგიმნაზია თავდაპირველად იყო ორკლასიანი კერძო
სასწავლებელი (პანსიონი) იგი მოთავსებული ყოფილა კერძო ბინაში (ამჟამად ლესია უკრაინას
ქ.ნომერ 5_ში).
1892 წელს ა.გარსევნიშვილმა დროებით დატოვა ქუთაისი
და მუშაობა განაგრძო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში სიტყვიერების მასწავლებლად.
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა
საზოგადოებამ ალექსანდრე ისევ დააბრუნა ქუთაისის სათავადაზნაურო პროგრამაში რუსული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, მუშაობდა შემდეგაც, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო
მოღვაწის ი.ოცხელის ამ სასწავლებლის ხელმძღვანელად მოწვევამდე, პროგიმნაზია მალე გადაუკეთებიათ
ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიად, რომელიც შემდეგ გადასულა ახლად აგებულ შენობაში
(ამჟამად ი.ოცხელის სახ. მეორე საჯარო სკოლად).
იმ დროს გიმნაზიაში მუშაობდნენ გამოცდილი პედაგოგები:
სილოვან ხუნდაძე სამრინ ყიფიანი, გერასიმე ცაგაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე,
დომენტი ოყრეშიძე (იგივე თომაშვილი), სიმონ
ოცხელი, გიორგი საბანიძე, სერგო რობაქიძე, სიმონ დათეშვილი, თომა მთვირიშვილი, სიმონ
ეზიკაშივილი, ვუკოვ ბერიძე, სოილომონ მიქელაძე, დავით ქუთათელაძე, პეტრე ყიფიანი, სოლომონ
წერეთელი, ტრიფონ ჯაფარიძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, ვასილ წერეთელი, ივანე პაევსკი, ია ეკალაძე,
ვარვარა ვოლსკაია, ნიკო შარაბიძე, შალვა სანიკიძე და სხვა შემდგომშიცნობილი აკადემიკოსები
გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე ჯანელიძე, დიმიტრი უზნაძე, პროფ.გიორგი ნატაძე.
ცნობილია, რომ პირველი საკვირაო სკოლა ქუთაისში
1891 წელს დაარსდა და თითქმისმეოთხედი საუკუნის განმავლობაში იარსება. ამ საქმეში მნიშვნელოვანი
როლი შეასრულა სახალხო განათლების დიდმა მოამაგემ მარიამ ვარდოსანიძემ.
არანაკლებ მნიშვნელობანი იყო ა.გარსევნიშვნილის ინიციატივით შექმნილი ე.წ. ქალ-ვაჟთა
არალეგალური წრე, რომელიც ემსახურებოდა მეტად კეთილშობილურ მიზანს_დახმარებოდა ახალგაზრდობას
საქართველოს ისტორიას და ქართული სიტყვიერების უმნიშვნელოვანესი პრობლემების გარკვევაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი უანგარო
შრომა, რაც გარსევნიშვილმა გასწია ქუთაისში სახალხო უნივერსიტეტის შექმნა-განმტკიცებისათვის.
ეს იყო 1909 წელს.
სახალხო უნივერსიტეტი მოთავსებული ყოფილა კინოთეატრ
,,რადიუმის’’ შენობაში, სადაც მექანიკოსად მუშაობდა ქუთაისელი ვასილ ამაშუკელი, პირველი
ქართველი კინოოპერატორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რესპუბლიკის სახალხო არტისტი,
რომელმაც კინოფირზე აღბეჭდა აკაკი წერეთელის მოგზაურობა 1912 წელს, რაჭა-ლეჩხუმში.
მას ახლო ურთიერთობა ჰქონია ა.გარსევნიშვილთან, სისტემატურად ესწრებოდა სახალხო უნივერსიტეტის
ხაზით მოწყობილ ლექციებსა და მოხსენებებს. კინოს ადმინისტრაცია (ტიხონ ასათიანი და
პავლე მეფისაშვილი) დარბაზსა და სცენას კვირაობით უფასოდ უთმობდა უნივერსიტეტს ღონისძიების
ჩასატარებლად.
ა.გარსევნიშვილი გატაცებული ყოფილა თეატრითა
და მუსიკით. ჯერ კიდევ გიმნაზიას საკუთარი ინიციატივით შეუდგინა სცენის მოყვარულთა
დასი, რომელიც დიდი პოპულარობით სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა.
1921 წელს ალექსანდრე ტოვებს საყვარელ ქუთაისს,
მიემგზავრება მშობლიურ ქალაქ გორში და მუშაობას იწყებს სახელმწიფო პედაგოგიურ ტექნიკუმში,
თუმცა იგი ქუთაისის ხშირი სტუმარიცაა.
ალ.გ-მა როგორც მრავალმხრივად განსწავლულმა
პედაგოგმა და აღმზრდელმა სახელოვანმა მამულიშვილმა და ერისკაცმა ასობით ახალგაზრდას
ჩაუნერგა უანგარო სიყვარული დედასამშობლოსადმი.
ალექსანდრე გარსევნიშბილი გარდაიცვალა 1936 წელს.
იოსებ ოცხელი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ ოცხელი (დ. 16 სექტემბერი [ძვ. სტ. 28 სექტემბერი], 1865, ქუთაისი ― გ. 27 მარტი [ძვ. სტ. 9 აპრილი], 1919, ქუთაისი) — ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
აღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში. ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულეტი მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა 1885 წელს. შემდეგ მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის კანცელარიის მმართველად და თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლად. 1900 წლიდან იგი შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძისთაოსნობით იგი დაამტკიცა ქუთაისის პირველი ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად. 1905 წელს ოცხელის და სილოვან ხუნდაძის თაოსნობით ეს სკოლა გადაკეთდა ქართულ კერძო სათავადაზნაურო გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში. ოცხელის ინიციატივითა და გულმოდგინებით დაარსდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, სადაც არაერთი მოღვაწე (გრიგოლ რობაქიძე, სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე წერეთელი, ვასილ წერეთელი, დიმიტრი უზნაძე და სხვანი) კითხულობდა ლექციებს. იოსებ ოცხელის პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სახელი გაუთქვა ქუთაისის ქართულ გიმნაზიას.
იოსებ ოცხელის აღზრდილთა რიგებს ეკუთვნიან: აკადემიკოსები დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე ერისთავი და ალექსანდრე ჯანელიძე, პროფესორი სევერიან ბუაძე, პროფესორივიქტორ ნოზაძე, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და სხვა მოღვაწენი.
სალომე სარალიძე
გოჩა თევდორაძე
გოჩა თევდორაძე დაიბადა ქ. ქუთაისში
1963 წლის 22 ივნისს, დაამთავრა ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის
სკოლა; 1980 წლიდან სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1985 წლიდან მუშაობდა ქუთაისის
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის ფაკულტეტზე.
1989 წლიდან 20-ე საშუალო სკოლის
დირექტორების მოადგილეა - სასწავლო აღმზრედელობით დარგში.
1990 წლიდან ქუთაისი განათლების
განყოფილების მთავარი სპეციალისტია.
იმავე პერიოდში იგი პარალელურად
მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის
სწავლების მეთოდიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად.
1995 წლიდან იგი ქუთაისი იოსებ
ოცხელის სახელობის N2 გიმნაზიის დირექტორია - 2004 წლამდე.
2003 წლიდან იგი დიდ პოლიტიკაშია.
სალომე სარალიძე
სალომე
სარალიძე დაიბადა ქ.ქუთაისში 1971 წლის 28 მაისს. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის
სახელობის N1 საშუალო სკოლა
; 1992-97 წლებში
სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიასა
და მედიცინის ფაკულტეტზე. ბიოლოგიის
(გენეტიკის) სპეციალისტი.
არის ქიმიის მასწავლებელი.
1998-2000 წ.წ_ში მუშაობდა კერძო სკოლა „იმედის“ ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად.
2000-2008 წ.წ ქუთაისის განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტია.
2003-2005 წ.წ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მთავარი სპეციალისტია.
2000-2009 წ.წ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი.
2005-2006 წ.წ ქუთაისის განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
2006-2009 წ.წ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის საქალაქო ორგაანიზაციის თავმჯდომარე.
2009-2014 წ.წ ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.
2014 წლიდან დღემდე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის დირექტორია.
1998-2000 წ.წ_ში მუშაობდა კერძო სკოლა „იმედის“ ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად.
2000-2008 წ.წ ქუთაისის განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტია.
2003-2005 წ.წ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მთავარი სპეციალისტია.
2000-2009 წ.წ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი.
2005-2006 წ.წ ქუთაისის განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
2006-2009 წ.წ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის საქალაქო ორგაანიზაციის თავმჯდომარე.
2009-2014 წ.წ ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.
2014 წლიდან დღემდე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის დირექტორია.
სახელი და გვარი -
მერაბ ჭოხონელიძე
დაბადების თარიღი და ადგილი - 24.04.1968, ქუთაისი
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული (მეუღლე და 2 შვილი)
საცხ. ადგილი -
ქუთაისი, ცაცხვების შეს:
#5
ტელ: 574 24 68 68 599 91 24 64
ელ. ფოსტა - merabi242424:gmail.com
განათლება - უმაღლესი
სპეციალობა - ბიოლოგი, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელი
სამეცნიერო ხარისხი -
მეცნიერების დოქტორი
ბიოლოგიაში.
სამუშაო გამოცდილება
:
2009წ-დან
დღემდე- შპს #1 სკოლის დამფუძნებელი (50 % წილის მფლობელი და თანადირექტორი
2007-2009 წ.წ.- ქუთაისის
სამედიცინო ინსტიტუტის საბაზისო მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
2004-2007 წ.წ.- იოსებ ოცხელის
სახ #2 საჯ. სკოლის დირექტორი.
1998-2004 წ.წ.- ქუთაისის
წმინდა ნინოს სა.გიმნაზიის დირექტორის მოადგილე.
1992-1998 წ.წ.- ქუთაისის
სამედიცცინო ინსტიტუტის სამედიცინო ბიოლოგიის, გენეტიკისა და ეკოლოგიის კათედრის დოცენტი.
1990-1992 წ.წ.- ბოლნისის
რ-ნის სოფ. ტანძიის საშ. სკოლის ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელი.
განათლება:
1974-1985 წ.წ.- ქუთაისის #20 საშუალო
სკოლა
1986-1991 წ.წ.- ივ. ჯავახიშვილის სახ.
თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკ-ტი ( წარჩინებით )
1991-1994 წ.წ.- ივ. ჯავახიშვილის სახ.
თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის ასპირანტურა.
სერთიფიკატები:
1.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მონიჭებული მაქვს ბიოლოგიის მასწავლებლობის
უფლება და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
2.
სხვადასხვა სახის ტრენინგების მონაწილის სერთიფიკატები
სკოლის მართვისა და ბიოლოგიის სწავლების საკითხებში.
უნარები:
უცხოური ენების ფლობა: ინგლისური ენა,
რუსული ენა (კარგად)
კომპ. პროგრამ. ფლობა: Windows, Word, Excel, Internet.
დამატებითი ინფორმაცია:
ჯილდოები:
1.
საქართველოს
განათელბისა და მეცნიერების მინისტრის საპატიო სიგელი.
2.
სოროსის
საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი (სამგზის)
გამოქვეყნებული შრომები:
12 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 სახელმძღვანელ ბიოლოგიაში.
0 კომენტარი: