ალექსანდრე გარსევნიშვილი
ალექსანდრე ალექსანდრეს-ძე გარსევნიშვილი დაიბადა ქ.გორში1864 წელს ქართული წერა კითხვა მშბლებმა შეასწავლეს, პირველი დაწყებითი განათლებაც იქვე მიიღო. იჩენდა არაჩვეულებრივ სიბეჯითესა და შრომისმოყვარეობას ამჟღავნებდა სწავლისადმიმიდრეკილებას, თორმეტი წლისა კი შეიყვანეს თბილისისპირველ კლასიკურ გიმნაზიაში.
მოსკოვის უნივერსიტეტდამთავრებული 24 წლის ჭაბუკი ა.გარსევნიშვილი როგორც ისტორიკოსი დაფილოლოგი პედაგოგიურ განათლებას ღებულობს ქუთაისის ქართულ ოთხკლასიან პროგრამაში, სადაც 1888 წლის პირველი სექტემბრიდან რუსული ენისა და ლიტერატურის მაწავლებლად დაინიშნა,აქედან იწყებამისი მრავალმხრივი ნაყოფიერი მოღვაწეობაც პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე.
პროგიმნაზია თავდაპირველად იყო ორკლასიანი კერძო სასწავლებელი (პანსიონი) იგი მოთავსებული ყოფილა კერძო ბინაში (ამჟამად ლესია უკრაინას ქ.ნომერ 5_ში).
1892 წელს ა.გარსევნიშვილმა დროებით დატოვა ქუთაისი და მუშაობა განაგრძო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში სიტყვიერების მასწავლებლად.
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე ისევ დააბრუნა ქუთაისის სათავადაზნაურო პროგრამაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, მუშაობდა შემდეგაც, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ი.ოცხელის ამ სასწავლებლის ხელმძღვანელად მოწვევამდე, პროგიმნაზია მალე გადაუკეთებიათ ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიად, რომელიც შემდეგ გადასულა ახლად აგებულ შენობაში (ამჟამად ი.ოცხელის სახ. მეორე საჯარო სკოლად).
იმ დროს გიმნაზიაში მუშაობდნენ გამოცდილი პედაგოგები: სილოვან ხუნდაძე სამრინ ყიფიანი, გერასიმე ცაგაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, დომენტი ოყრეშიძე (იგივე თომაშვილი), სიმონ ოცხელი, გიორგი საბანიძე, სერგო რობაქიძე, სიმონ დათეშვილი, თომა მთვირიშვილი, სიმონ ეზიკაშივილი, ვუკოვ ბერიძე, სოილომონ მიქელაძე, დავით ქუთათელაძე, პეტრე ყიფიანი, სოლომონ წერეთელი, ტრიფონ ჯაფარიძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, ვასილ წერეთელი, ივანე პაევსკი, ია ეკალაძე, ვარვარა ვოლსკაია, ნიკო შარაბიძე, შალვა სანიკიძე და სხვა შემდგომშიცნობილი აკადემიკოსები გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე ჯანელიძე, დიმიტრი უზნაძე, პროფ.გიორგი ნატაძე.
ცნობილია, რომ პირველი საკვირაო სკოლა ქუთაისში 1891 წელს დაარსდა და თითქმისმეოთხედი საუკუნის განმავლობაში იარსება. ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახალხო განათლების დიდმა მოამაგემ მარიამ ვარდოსანიძემ.
არანაკლებ მნიშვნელობანი იყო ა.გარსევნიშვნილის ინიციატივით შექმნილი ე.წ. ქალ-ვაჟთა არალეგალური წრე, რომელიც ემსახურებოდა მეტად კეთილშობილურ მიზანს_დახმარებოდა ახალგაზრდობას საქართველოს ისტორიას და ქართული სიტყვიერების უმნიშვნელოვანესი პრობლემების გარკვევაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი უანგარო შრომა, რაც გარსევნიშვილმა გასწია ქუთაისში სახალხო უნივერსიტეტის შექმნა-განმტკიცებისათვის. ეს იყო 1909 წელს.
სახალხო უნივერსიტეტი მოთავსებული ყოფილა კინოთეატრ ,,რადიუმის’’ შენობაში, სადაც მექანიკოსად მუშაობდა ქუთაისელი ვასილ ამაშუკელი, პირველი ქართველი კინოოპერატორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, რომელმაც კინოფირზე აღბეჭდა აკაკი წერეთელის მოგზაურობა 1912 წელს, რაჭა-ლეჩხუმში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონია ა.გარსევნიშვილთან, სისტემატურად ესწრებოდა სახალხო უნივერსიტეტის ხაზით მოწყობილ ლექციებსა და მოხსენებებს. კინოს ადმინისტრაცია (ტიხონ ასათიანი და პავლე მეფისაშვილი) დარბაზსა და სცენას კვირაობით უფასოდ უთმობდა უნივერსიტეტს ღონისძიების ჩასატარებლად.
ა.გარსევნიშვილი გატაცებული ყოფილა თეატრითა და მუსიკით. ჯერ კიდევ გიმნაზიას საკუთარი ინიციატივით შეუდგინა სცენის მოყვარულთა დასი, რომელიც დიდი პოპულარობით სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა.
1921 წელს ალექსანდრე ტოვებს საყვარელ ქუთაისს, მიემგზავრება მშობლიურ ქალაქ გორში და მუშაობას იწყებს სახელმწიფო პედაგოგიურ ტექნიკუმში, თუმცა იგი ქუთაისის ხშირი სტუმარიცაა.
ალ.გ-მა როგორც მრავალმხრივად განსწავლულმა პედაგოგმა და აღმზრდელმა სახელოვანმა მამულიშვილმა და ერისკაცმა ასობით ახალგაზრდას ჩაუნერგა უანგარო სიყვარული დედასამშობლოსადმი.
ალექსანდრე გარსევნიშბილი გარდაიცვალა 1936 წელს.
ეთერ ხუციბერიძე
ეთერ ხუციბერიძემ 1944 წელს სრულიად ახალგაზრდა,მ, მომხიბვლელი გარეგნობითა და პროფესიისადმი დიდი პასუხისმგებლობი, შემოაღო მაშინდელი ვაჟთა მეორე საშუალო სკოლის კარი. მისი მოსწავლეები, მისივე თაობის ახალგაზრდა ყმაწვილები (თითქმის თანატოლნი) გულდასმითა და ყურადღებით უსმენდნენ და ეწაფებოდნენ ამ ულამაზესა და გონებაგამხსნელ მეცნიერებათა საფუძვლებს.
65 წელი მხოლოდ ერთ სკოლაში .... 20 წლის ახალგაზრდა ქალიშვილის მიერ პროფესიის სიყვარულმა და გარემომცველი პირების გულთბილმა დამოკიდებულებამ შედეგი გამოიღო.
ეთერ ხუციბერიძე მასწავლებლის ურთულეს პროფესიას ეზიარა და 65 წელია უანგაროდ ემსახურება ამ ურთულეს დარგს.
ეთერ მასწავლებელი ჩვენი გიმნაზიის მასწავლებელთა მასწავლებელიცაა; ისინი ახლაც მორჩილადხრიან ხოლმე თავს ეთერ მასწავლებლის გამოჩენისას, კრძალვით თავიანთ მასწავლებს , რითაც ჩვენც გვაძლევენ მაგალითს, მაგალითს უფროსებისადმი ღვაწლის დაფასებისა. ერთ-ერთმა მისმა ყოფილმა მოსწავლემ, ჩვენი გიმნაზიის პედაგოგმა მზია ჩიტაიშვილმა, რომელმაც პროფესია ,ეთერ მასწავლებლის რეკომენდაციითა და სიყვარულით აირჩია, ღვაწლმოსილ პედაგოგს ლექსი მიუძღვნა :
,, ხარ წინაპართა სულის ზეიმი,
მუზის შრიალი, ცოდნის ლამპარი,
ქართული მადლის პირმშოდ შთენილი,
მოყვასისათვის სანთლად დამწვარი.
შენ უკვდავება გქვია სახელად
ლექსთა შედევრი გალაქტიონის,
ხარ მოვლენილი ლექსის სათქმელად,
ფიქრი გელათის, ძალა რიონის.
ქალი კი არა ღმერთი ხარ, ღმერთი
რა ზენამ გშობა, ან ვინ გაგზარდა,
მესიზმრა ცაში ვარსკვლავებს ვკრეფდი,
შენთვის მომქონდა ფერხთა საყარად.
ქალი, რომელიც ამშვენებს ქალაქს
და შენს ქუთაისს ესალბუნები,
ღიმილი ყველგან გულუხვად დაგაქვს
დაისადგურე ჩვენი გულები. ’’
რამდენიმე შტრიხი ეთერ მასწავლებლის ბიოგრაფიიდან.
ეთერ იოველის ასული ხუცუბერიძე დაიბადა 1924 წლის 12 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში, მოსამსახურის ოჯახში. 1930 წელს სწავლა დაიწყო ქუთაისის მერვე საშუალო სკოლაში,რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1940 წელს, იმავე წელს სწავლა გააგრძელა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუში ფიზიკა -მათემატიკის ფაკულტეტზე. იმავე წლის 13 ნოემბერს დაინიშნა ჩვენი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად.
პედაგოგიური მუშაობის დაწყების პირველ წლებში, როდესაც განათლების სამინისტროს მიერ შესწავლილიო იქნა რესპუბლიკაში მათემატიკის სწავლება, დაჯილდოებული იქნა საპატიო სიგელით.
პირველი ატესტაციის დროს მიიღო სახალხო განათლების წარჩინებული სამკერდე ნიშანი.იგი წლების მანძილზე ამ სახელოვანი სასწავლებლის მასწავლებელთა მეთოდურ გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. დაწერილი აქვს პედაგოგიური კითხვისათვის მეთოდური და მეცნიერული მოხსენებები, რომელთა ნაწილი პერიოდულად იბეჭდებოდა შესაბამის ჟურნალ გაზეთებში, მას ამ მიმართულებით მიღებული აქვს სიგელები და დიპლომები როგორც განათლების სამინისტროს, ასევექალაქის განათლების განყოფილებისაგან. წლების განმავლობაში მუშაობდა განატლებვის განყოფილების შტატგარეშე მეთოდისტად.
ათეული წლების მანძილზე ხემძღვანელობდა სკოლის მოსწავლეთა მათემატიკის წრეს, რომელშიც გაერთიანებული მოსწავლეები წარმატებებს აღწევნენ საქალაქო , სარაიონო და რესპუბლიკურ ტურებში, ჯილდოვდებოდნენ სიგელებითა და დიპლომებით. ამ მიმართულებით თავად ეთერ ხუციბერიძესაც აქვს მირებული დიპლომები და სიგელები.
ორი წლის მანძილზე ღებულობდა სოროსის გრანტს იმ წარმატებისატვის რასაც აღწევდნენ მისი მოსწავლეები რესპუბლიკურ ტურებში.
იმ კურსდამთავრებულთაგან რომელტაც ეთერ ხუციბერიძე ასწავლიდა, 87 ოქროს მედალოსანია და მათგან თითქმის ყველა მეცნიერებათა დოქტორი, ან მეცნიერებათა კანდიდატია, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ნაწილი რესპუბლიკის გარეთაც მოღვაწეობს.
ეთერ ხუციბერიძე გარდაიცვალა 2014 წლის 11 მარტს.
ალექსანდრე ილარიონის ძე ჯანელიძე
(დ. 24 ოქტომბერი [ძვ. სტ. 5 ნოემბერი], 1888, სოფელი ნიკორწმინდა,ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 16 იანვარი 1975, თბილისი)
— ქართველი გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923),პროფესორი (1925), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). საქართველოს სსრ I—V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1939-1963). სკკპ წევრი 1942 წლიდან.
ბიოგრაფია
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1910 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი (სორბონი), 1916 — ყაზანის უნივერსიტეტი. ალექსანდრე ჯანელიძე ქართული გეოლოგიის სკოლისა და საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1923-1924 წლებში იყო ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის გამგე. 1924 წლიდან მუშაობდა თსუ-ში (1942-1945 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორი,1924-1972 წლებში გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე). 1911-1915 წლებში მასწავლებლობდაქუთაისში; 1918-1920 წლებში — თბილისში. 1920-1923 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ (1920-1921 წლებში მუშაობდა გრენობლში ვ. კილიანის, 1921-1922 წლებში — პარიზში გუსტავ ემილ ოგის, ხოლო 1922-1923 წლებში — ჰალეში ი. ვალთერის ხელმძღვანელობით). 1928-1946 წლებში — გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად პოლიტექნიკური უნივერსიტეტი). 1925-1955 წლებში ალექსანდრე ჯანელიძე იყო მის მიერ დაარსებული გეოლოგიის ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი) დირექტორი. 1926-1929 წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია; 1941-1963 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე; 1951-1955 წლებში — აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 1941-1972 წლებში — აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს.
შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ჯანელიძის გამოკვლევებმა სტრატიგრაფიის დარგში მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონე. მის გამოკვლევებში ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის დარგში მოცემულია კიდური და ზეწრული ნაოჭების წარმოქმნის მექანიზმი, საქართველოს ბელტის კონცეფცია, ოროგენული ფასიზების დათარიღების მეთოდიკა და სხვ. შესწავლილი აქვს მტკვრის ტერასები, ნატახტრის წყაროები და სხვა.
საყურადღებო ნაშრომები აქვს აგრეთვე გეომორფოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიისა დასასარგებლო წიაღისეულის ძებნისა და ძიების, გეოლოგიური მეცნიერების ისტორიის დარგში. 1942 წელს ალექსანდრე ჯანელიძემ გამოყო საქართველოს ერთ-ერთი გეოტექტონიკური ერთეული – საქართველოს ბელტი. არის ავტორი უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა: „კავკასიის გეოლოგია“ (თბ., 1933), „ისტორიული გეოლოგიის კურსი“ (თბ., 1937, 1963), „ზოგადი გეოლოგიის მოკლე კურსი“ (თბ., 1968,1972) და ფიზიკის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა საშუალო სკოლისათვის.
დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. 1982 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. გეოლოგიის ინსტიტუტის ეზოში დგას მისი ძეგლი. თბილისში არის ალექსანდრე ჯანელიძის ქუჩა.
გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი
(დ. 13 აპრილი, 1887, სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1973, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი.
ბიოგრაფია
1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, სადაც ახვლედიანის გამოკვლევას "ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში,ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში" ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები ("ენათმეცნიერების შესავალი",
1918-1919; "სანსკრიტი", 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენისისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.
ახვლედიანმა იოსებ ყიფშიძესთან და აკაკი შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება". ახვლედიანის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენში ახალი კადრების აღზრდა ზოგად საექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკაში, ოსოლოგიაში.
მისი ნაშრომები "ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები"
(ტ. 1,
1938), "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები"
(1949), "ზოგადი ფონეტიკის შესავალი"
(1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას. ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი. ახვლედიანის ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების - ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში.
ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან "დასაბამი ნივთთა"
(ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან "ავესტა"
(17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს ("ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო",
1914).
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა "ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში"
(1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე,
1963). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

0 კომენტარი: