აღზრდილები


კონსტანტინე გამსახურდია
ბიოგრაფია
ბავშვობა
კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს (ზოგი ცნობით 1891 წელსსოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისათოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახშიკონსტანტინე სიმონის ბოლომეცხრე შვილი იყომის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიასანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლამოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარაკონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრაამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის გიმნაზიაში ჩარიცხარის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა.
ევროპაში
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიასწავლობდა პეტერბურგისკენიგსბერგის,ლაიფციგისმიუნხენისბერლინის უნივერსიტეტებში1913 წლის გაზაფხულზე .გამსახურდია იძულებული ხდება დროებით სამშობლოში დაბრუნდესკიტა აბაშიძის მზრუნველობით ამჯერად მას შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა და 1913 ოქტომბრიდან 1914 წლის მარტამდე სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე1914 წლის ზაფხულში მწერალი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა იქაურ უნივერსიტეტშიგერმანიაში გატარებული დრო იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი მწერლის ცხოვრებაშირამაც არსებითად განსაზღვრა მისი მომავალი შემოქმედებითი მიზანსწრაფვაამ დროისათვის კონსტანტინე გამსახურდიას უკვე აქვს დაწყებული აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობამისილექსებიწერილები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართულ პრესაშიასევე თანამშრომლობდა გერმანულ პერიოდიკაში.
გერმანიაშიმიუნხენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიმწერალი პირადად გაეცნო და დაუმეგობრდა თომას მანს1914 წელსპირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო.გამსახურდია დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსესის თითქმის ერთი წელი იყო დაპატიმრებულიშემდეგ კი თომას მანის დახმარებით გაათავისუფლეს და კვლავ მისცეს გერმანიაში სწავლის უფლება1916 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ სწავლა გააგრძელა ბერლინის უნივესიტეტში , სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩაიმავე წლის ბოლოს იგი დაბრუნდა სამშობლოშიაქტიურად ჩაება ლიტერატურულ და პოლიტიკურ საქმიანობაში.. მან მუშაობა დაიწყო გაზეთ ,,სახალხო საქმისრედაქციაში, 1918 წელს გამოსცა ჟურნალი "პრომეთე", რომლის ირგვლივაც შემოიკრიბა ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლებიიგი იყო მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი.
1918 წლის სექტემბერში ,გამსახურდია კვლავ გერმანიაში დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა საქართველოს გერმანიის საელჩოს ატაშედ. 1919 წელს ჩააბარა გამოცდები ბერლინის უნივერსიტეტში და მიიღო უფლება უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომის ასაღებად დაეცვა ნაშრომირის შედეგადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხისადიპლომო ნაშრომის თემა იყო: ,,საქართველოს მეფე ერეკლე მეორე".1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტიმოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიაქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში.ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტებიპირველი რადიოდანადგარიგერმანიაში ყოფნის პერიოდში გამსახურდიამ გააგრძელა აქტიური შემოქმედებითი საქმიანობადაწერა არაერთი მხატვრული ნაწარმოებიწერილებიგერმანულ პრესაში გამოაქვეყნა სტატიები და თარგმანები.


1920 წელს მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და ჩაება როგორც ლიტერატურულისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში1922 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ გამოსცა ჟურნალი ,,ლომისი.ტაბიძესთან და ლეო ქიაჩელთან ერთად, 1922-1923 წლებშიჟურნალი ,,ილიონი", 1923 წელს კი- ,,საქართველოს სამრეკლოდა ,,ქართული სიტყვა". საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ქართველ პატრიოტ მწერლებთან ერთად ოციან წლებში მწერალმა შექმნა ,,აკადემიური ასოციაცია".1923 წელს .გამსახურდია რამდენიმე თვით გაემგზავრა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციებიმალევე დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში და განაგრძო სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობათუმცა ხელისუფლებამ გამოაძევა ის უნივერსიტეტიდანდახურა მისი რედაქტორობით გამომავალი ,,ილიონიდა ,,საქართველოს სამრეკლოც". ამას მოჰყვა 1924 წელს მისი დაპატიმრებათუმცა მალე გაათავისუფლეს.
დაბრუნება
1926 წელს მწერალი მესამედ დააპატიმრეს ,,შპიონაჟისბრალდებით და მიუსაჯეს საკონცენტრაციო ბანაკში 10 წლით გადასახლება. 1927 წლის დეკემბერში რეპრესირებული მწერალი ავადმყოფობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი გამოსვლა საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე,, სადაც მან გაილაშქრა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგამ გამოსვლის გამო მას უწოდეს ,,შინაური ემიგრანტი". 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხამწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: “კონსტანტინე გამსახურდია ცნობილიაროგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალირომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და “შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავადთავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურახსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.
ბოლო წლები
კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობარომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაშიიგი პროზის დიდოსტატიაასევე განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკისპუბლიცისტიკისესეისტიკისპოეზიისმთარგმნელობითი ხელოვნებისისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა განვითარების თვალსაზრისითაც1944 აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად1965 წელს ტეტრალოგიისათვის დავით აღმაშენებელიმიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიაგამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზეის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენითსხვა ორდენებითა და მედლებითგარდაიცვალა 1975 წელსდაკრძალულია თბილისში,კოლხური კოშკის (თავისი სახლისეზოში2008 წლის მარტიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი ინახება საქართველოსხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].
შემოქმედება
პირველი ნაწარმოებები
Description: https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/2/23/Konstantine_Gamsakhurdia_and_other_writers.jpg/220px-Konstantine_Gamsakhurdia_and_other_writers.jpg
გამსახურდია სხვა მწერლებთან ერთად
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წერდა აბაშისპირელის ფსევდონიმითმისი პირველი ლექსები და კრიტიკული წერილები 1914 წელს დაიბეჭდა1922 წლიდან რედაქტორობდა აკადემიური მწერლობის კავშირის ჟურნალებსილიონი, „ლომისი“, საქართველოს სამრეკლოადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში „ქვეყანარომელსაც ვხედავ“, 1924თავი იჩინა გამსახურდიას ექსპრესიონისტულმა მსოფლგანცდამამ ეტაპზე მწერლისათვის არსებობს ერთი რეალობარომელიც ხელოვანის სულში აღმოჩენილი და გარდაქმნილი სინამდვილეაფსიქოლოგიზმიშენაცვლებულია ანტიფსიქოლოგიზმით. „ზარები გრიგალში“ (1924რწმენაშერყეული ადამიანის აპოთეოზიასაკუთარმა მოწოდებამ მისი უფერული სიცოცხლე დიდ ვნებად აქციაზნეობრივ ექსტაზს აზიარა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურასოციალურ – ზნეობრივი ხასიათის ნოველებშიც კი გამსახურდიას გმირი ბუნებაში უფრო მკვიდრად გრძნობს თავსვიდრე საზოგადოებაში (ქოსა გახუ,1927-1929ტაბუ1925-1927ხოგაის მინდია1937).ნოველაში მკვდართან შეხვედრა (1919ქართულ მწერლობაში პირველად იქცა დამოუკიდებელ პრობლემად ადამიანისპიროვნების გაუცხოების საკითხიპიროვნება დათრგუნულია გარეშე საგნების მოზღვავებითადამიანები არაკომუნიკაბელურნი არიანისინი ვერ შველიან ერთმანეთსმკვეთრად გამოხატული დეკადენტური ესთეტიზმით ხასიათდება „პორცელანი“, „ლილ“ (1922), „ქალის რძე“ (1929). მძლავრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვალსაზრისი ასაზრდოებს ნოველებს ფოტოგრაფი (1919), „ტაბუ“, „მშვენიერება“.
Description: Konstantine Gamsakhurdia in art.jpg
სოციალური რომანები
ეროვნული სულისკვეთებამასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გასდევს გამსახურდიას პირველ რომანსაცდიონისოს ღიმილი (1925). კონსტანტინე სავარსამიძის სახით ნაჩვენებია ზნეობრივი ტრაგიზმი XX . 10-იანი წლების ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალისარომელმაც ეროვნული იდეალები მშობლიურ წიაღში კი არ განავითარაარამედ დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებში და ამ იდეალებსა და მაშინდელი საქართველოს სინამდვილეს შორის წარმოჩენილი უფსკრულის პირისპირ აღმოჩნდამითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ – ზნეობრივი ნიღაბია. „დიონისოს ღიმილი“ ექსპრესიონისტული პროზის ნომუშიათანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებსოღონდ გაცილებით უფრო ღრმადთარაშ ემხვარი – ტრილოგიისმთვარის მოტაცების (1935-1936) მთავარი გმირიეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამული სოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისითმთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებთად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევასსაზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრესკოლექტივიზაციის პერიოდშიმწვავედ წარმოაჩენს ძველი არისტოკრატიის პრობლემასინდივიდუალისტური კულტურის შეუთავსებლობას ახალ კოლექტივისტურ ნებასთანთარაშ ემხვარი არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებასვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპებაავტორმა მისი დაღუპვა მთვარის (უძველესი ქართული წარმართული ღვთაებამოტაცებას შეუდარაამასთანგაბედულად დააყენა საკითხი იმის შესახებრომ წაქცეული ათასწლოვანი კულტურა მხოლოდ განადგურებისა და შეჩვენების ობიექტად არ უნდა ქცეულიყო.
ისტორიული რომანები
გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთანრომანი დიდოსტატის მარჯვენა (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალიაავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორიანაწარმოების მხატვრული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I-სა და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრისკონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებითგიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებააარსაკიძე შემოქმედებითი პოტენციის,ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებსსვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა.
გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“ ფართო ტილოარომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII საუკუნეების აღზევებული საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასარამედ ახლო აღმოსავლეთშიიმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულპოლიტიკურეროვნულრელიგიურ და სამხედრო ძვრებსრომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაშიკავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში.
Description: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2f/Tiflis1987_2.jpg/220px-Tiflis1987_2.jpg
გამსახურდიას სახლი აბაშაში
როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალიგამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა რომან “ბელადის” პირველი ნაწილიმაგრამ შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებიარომანში ვაზის ყვავილობა(1955), რომელიც მან სტალინს მიუძღვნაგამსახურდია კიდევ ერთხელ მიუბრუნდა თანამედროვეობის თემასმასში ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებშიკერძოდის პერიოდიცროცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა.
სხვა ნაშრომები
გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე – „გოეტეს ცხოვრების რომანი“ (1934). აღსანიშნავიაგამსახურდიას ესეები ქართველრუსსომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზეთარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის დასავლეთის ფრონტი უცვლელიაუოლტ უიტმენის ლექსები და სხვ.
სტილი
თავის ისტორიულ რომანებში გამსახურდია ფართოდ იყენებს არქაულ ენობრივ ნიღაბს სიძველის კოლორიტისგანცდის შესაქმნელადასეთი მხატვრულ – ენობრივი პოზიცია ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო ტენდენციად კი არ მიაჩნიაარამედ საკუთრივ ისტორიული რომანის პრინციპადთუმცა გამსახურდიას თანამედროვე თემატიკაზე შექნილი ნაწარმოების თავისებურმა ენობრივმა მანერამაც გამოიწვია აზრთა მძაფრი სხვადასხვაობა.
ბიბლიოგრაფია
რომანები
·         მთვარის მოტაცება (1935—1936)
·         ევროპა გალიაში (1937, დაუსრულებელი)
·         ბელადი (1938—1939, დაუსრულებელი)
·         დავით აღმაშენებელი(1946—1958, გამოიცა 1962 წელს)
·         ვაზის ყვავილობა (1956)
·         თამარ (დაუსრულებელი)
რჩეული მოთხრობები და ნოველები
·         მშვენიერება
·         ქოსა გახუ
·         ფოტოგრაფი
·         ლილ
·         პორცელანი
·         ჯამუ
·         დამსხვრეული ჩონგური
·         დათვი
·         ამბავი ხუთასი ბოლნისელისა
·         დიდი იოსები
·         ხოგაის მინდია
·         სიბრძნე სიცრუისა
·         ქალის რძე
·         კლარა
·         გამოუყენებელი ბინოკლი
·         ვერცხლის ბეჭედი
·         მტრების მეგობრობა
·         ქართული ჩაბალახი
·         ნაპოლეონი
·         მკვდართან შეხვედრა
·         საათები
·         ზარები გრიგალში
·         დედავმისტიურო ქალო!
·         ტაბუ
რჩეული იგავები
·         ჯავშნოსანი და გუდურა
·         მელა და აქლემი
·         ძაღლი
·         ბუ და არწივი
·         ბაგრატ მეფე და მეწისქვილე
·         უნებლიე ქურდი
·         ჭადარი და კაკალი
·         გულუბრყვილო სპილო
რჩეული ნარკვევები
·         უკრაინის თემიდი
·         მკვდრეთით აღმდგარი ქვეყანა
რჩეული ესეები და წერილები
·         ქართველობა და უცხოეთის გენია
·         ციტატები
·         აპოლოგია რუსთაველისა
·         ლექცია ვაჟა ფშაველაზე (ვიდეო)
·         როგორ ვწერ?
·         წერილი ვაჟისადმი
·         ომი რუხთან
·         ღია წერილი გაზეთ „კომუნისტის” რედაქტორის დავით მჭედლიშვილისადმი
·         კარგი ევროპელი“ (არტურ ლაისტი)
·         ალექსანდრე აბაშელი
·         ირაკლი აბაშიძე
·         საქართველოს საკითხი საზღვარგარეთ
·         ქართველობა და უცხოეთის გენია
·         პოეზიის დღე
·         ჩვენი კულტურ-პოლიტიკა
·         ქართველ მწერალთა კონფერენციაზე
·         DECLARATIA PRO MEA
·         გაორებული საქართველო
·         წერილი პატიმარი პოეტისადმი
·         სტენოგრამა
·         ღია წერილი სომხეთის მწერალთა კავშირის პირველი მდივნის ედუარდ თოფჩიანისადმი
·         ფრაგმენტი კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებებიდან
·         მაგიური შანდლები
·         მწერლის დღიურიდან
·         ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი
·         პასუხი
·         ვინ არის შოვინისტი?
·         ბარათები სიყვარულზე
·         რებეკა ვაშაძეს
·         რებეკა ვაშაძის დღიურები

·         ბარათები ნათელა გამსახურდიასადმი

ვიტალი უგრეხელიძე

ვიტალი (ტალიკო) უგრეხელიძე დაიბადა 1901 წელს ქუთაისში, იურისტ პლატონ უგრეხელიძისა და ვერა იაშვილის ოჯახში. პლატონ უგრეხელიძე მსახურობდა ქუთაისში საგუბერნიო სასამართლოს სამდივნოს მმართველად. უგრეხელიძეების ოჯახში თავს იყრიდა მაშინდელი მოწინავე საზოგადოება, მათ შორის, ხშირი სტუმარი ყოფილა აკაკი წერეთელიც. შვიდ ძმაში პატარა ტალიკო მეოთხე ვაჟი იყო. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. სკოლა ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა I მსოფლიო ომი რომ დაიწყო. 14 წლის ბიჭი გაიპარა, მოხალისედ ჩაეწერა ჯარში და სანამ მშობლები სახლში დააბრუნებდნენ თურქეთის ფრონტზე ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაც მოასწრო. ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ  წარმატებით დაასრულა გიმნაზია.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ვიტალი უგრეხელიძე ჩაირიცხა ახლად დაარსებულ ქართველ ოფიცერთა სკოლაში, საარტილერიო განხრით. წითელი არმიის შემოჭრის დროს მეგობრებთან ერთად  ვიტალი უგრეხელიძეც მამაცურად იცავდა ქართული იარაღის ღირსებას. იგი ეკუთვნოდა კოჯრისა და ტაბახმელის გმირ დამცველ იუნკერთა ათასეულს. დამარცხების შემდეგ იუნკერები ეროვნულ მთავრობას გაჰყვნენ უცხოეთში. დაბანაკებულები იყვნენ ქ. კონსტანტინეპოლში, საიდანაც ასი კურსანტი მარშალმა პილსუდსკიმ მიიწვია პოლონეთში სწავლის დასასრულებლად. ვიტალი უგრეხელიძემ წარმატებით დაამთავრა სამხედრო სკოლა, ლეიტენანტის ხარისხით ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში და გაიგზავნა რუსეთის ფრონტზე, სადაც თავი გამოიჩინა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლებში.
სამხედრო კარიერასთან ერთად ვიტალი უგრეხელიძე ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. თანამშრომლობდა ემიგრანტულ გამოცემებთან. 1933–1937 წლებში იყო პარიზში გამომავალი ჟურნალ „მხედარის“ რედაქტორი. გარდა ამისა, მან საფუძვლიანად შეისწავლა სადოღე ცხენების მოშენებისა და გახედნის საქმე, გაიჩინა სადოღე ცხენების თავლა, მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1930–იან წლებში მას ეკუთვნოდა არაბული ჯიშის ცხენი „კაშმირი“, რომელმაც მრავალ შეჯიბრში გაიმარჯვა. ვიტალი უგრეხელიძემ დაიმსახურა ოქროს ჯილდო  და საუკეთესო ცხენოსნის სახელი პოლონეთსა და ევროპაში. 
1939 წელს, როცა პოლონეთი გერმანიასთან ომში ჩაება ვ. უგრეხელიძე დაინიშნა მეშვიდე ცხენოსანთა ნაწილში და იბრძოდა, როგორც გერმანელი, ასევე საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის იგი პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - „ვირტუტი მილიტარის" ორდენით დაჯილდოვდა. ორი წელი გერმანელების ტყვეობაში გაატარა, როცა გაანთავისუფლეს კვლავ ჩადგა პოლონეთის სამსახურში, აღადგინა მე–17 მსროლელთა პოლკი და თავად ჩაუდგა სათავეში. აქტიურად იყო ჩაბმული წინააღმდეგობის მოძრაობაში. ადგენდა ტერორისტულ აქტებს და ხშირად თავად ანხორციელებდა. თავის სახლში აწყობდა წინააღმდეგობის მეთაურთა კრება–თათბირებს, აქვე მალავდა ებრაელებს და ამარაგებდა მათ ყალბი მოწმობებით. ასე გაგრძელდა ვარშავის 1944 წლის აჯანყებამდე.
ლონდონის მთავრობის დირექტივით აჯანყების მონაწილეებს კავშირი უნდა დაემყარებინათ საბჭოთა ჯარებთან და მისი კარნახით ემოქმედათ. ვიტალი უგრეხელიძემ იცოდა, რომ უარის შემთხვევაში მას სამხედრო სასამართლო ელოდა, მაგრამ მან მაინც უარი განაცხადა  საბჭოეთთან თანამშრომლობაზე. რეზისტანსის (წინააღმდეგობა) ხელმძღვანელობამ ანგარიში გაუწია მის დიდ დამსახურებას და განსაკუთრებული მისიით გააგზავნა გენერალ ანდერსთან, რომელიც იმ დროს თავისი ნაწილებით იტალიაში იბრძოდა. დაინიშნა ქ. გალიპოლში საჯავშნო ნაწილების ინსტრუქტორად. რეზისტანსში დიდი დამსახურების აღსანიშნავად, ანდერსის სამხედრო ნაწილების მთავარმა შტაბმა შესთავაზა მისი გვარისთვის მიემატებინა –„უგორსკი“, საომარი სახელი, რომელსაც ის შეთქმულების დროს ატარებდა.
ომის დამთავრების შემდეგ ვიტალი უგრეხელიძემ გასაბჭოებულ პოლონეთში დაბრუნება არ ისურვა და უგორსკის გვარით დასახლდა ინგლისში. უკვე ხანში შესულს თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. მუშაობდა ქარხნებში მუშად, მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ლიტერატურული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. წერდა სტატიებს, როგორც ქართულად, ისე პოლონურად. აქვეყნებდა ემიგრანტულ პრესაში. აქტიურად მონაწილეობდა პოლონეთის ემიგრაციის კულტურულ ცხოვრებაში.  პოლონურიდან ქართულად თარგმნიდა თავის საყვარელ ავტორებს. 1955 წელს ვ. უგრეხელიძეს მის მიერ თარგმნილი ნაწარმოებების ხელნაწერები ლონდონის პოლონური ბიბლიოთეკისთვის გადაუცია. 2010 წელს ბიბლიოთეკამ  539 გვერდიანი ქართული ხელნაწერი –ადამ მიცკევიჩის „პან თადეოზი ანუ უკანასკნელი თავდასხმა ლიტვაში“, მისი გამოქვეყნების მიზნით, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრს გადასცა. თარგმანი წიგნად გამოიცა ცენტრისა და ოსსოლინსკების სახელობის ეროვნული ინსტიტუტის (Ossolineum) ძალისხმევით (ვარშავა, 2011). დღის სინათლეს ელოდება ვიტალი უგრეხელიძის სხვა თარგმანებიც.
ვიტალი უგრეხელიძეს მეუღლე პოლონელი იყო, რომელზეც 1934 წელს დაქორწინებულა. მათ ქალიშვილს სევდიას, ჰყავს ორი ვაჟი – მაიკლი და ენდრიუ. სევდია– დარეჯან უგრეხელიძე–ლუკაჩი რადიო „თავისუფლების“ მიუნჰენის რედაქციის თანამშრომელი იყო გასული საუკუნის 60–70–იან წლებში.
ვიტალი უგრეხელიძე გარდაიცვალა ლონდონში, 82 წლის ასაკში, 1983 წლის 15 იანვარს. მან დაიბარა მისი ფერფლი მდინარე ტემზაში ჩაეყარათ, იქნებ ოდესმე წყალმა  ჩემი სამშობლოს ნაპირებზე გამორიყოსო. მეუღლემ თხოვნა არ შეუსრულა, მისი ფერფლი ოჯახში ურნაში ინახებოდა და აი, 30 წლის შემდეგ,  პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართველი იუნკერისა და პოლონეთის არმიის მაიორ ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დავით ჩხეიძე (მწერალი)

დავით მელიტონის ძე ჩხეიძე (ფსევდონიმი დია ჩიანელი) (. 1890სოფ. დიმი, ბაღდათის რაიონი  1937), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

1915 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიის-ფილოლოგიის ფაკულტეტირევოლუციური საქმიანობისათვის გადაასახლეს ბაქოში. 1915-1917 წლებში მასწავლებლად მუშაობდა ბაქოს გიმნაზიაში, 1917-33 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1933-37კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1933-34 იყო ქუთაისის თეატრის დირექტორიმისი პირველი წიგნი - ნოველებისა და ლეგენდების კრებული „შემოდგომის ცრემლები 1918 წელს გამოქვეყნდადავით ჩხეიძის ძირითადი ნაწარმოებირომანი „გიონ დარნა 1929 წელს გამოვიდათავის სიცოცხლეშივე გამოსცა პროზაული კრებული „ორბი“ (1933). თავკაცობდა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებასიყო საქართველოს მწერალთა კავშირის (1926-280), საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის (1928-320), საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის (1932-37) ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარედავით ჩხეიძეს ეკუთვნის პიესები: „ურაგანი“, „ბეთქილი“, „ბაილი“, „ნაირმალი“.[1]


დავით დონდუა

დავით დარისპანის ძე დონდუა (. ძველი სტილით [3 ოქტომბერი], ახალი სტილით [15 ოქტომბერი], 1898, ქუთაისი, — . 1 მაისი 1958, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი დაპედაგოგისაქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1945). ასწავლიდაქუთაისისა და თბილისის სკოლებში.

ბიოგრაფია

დავით დონდუა სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პედაგოგიკის სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტსა და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლადგეოგრაფიული კაბინეტის გამგედდა ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებსკითხულობდა გეოგრაფიული სწავლების მეთოდიკის კურსსთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშითელავისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებშიაქტიურად მონაწილეობდა სრულიად საქართველოს წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საზოგადოების მუშაობაში.
იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1940-1954). გამოქვეყნებული აქვს გეოგრაფიის დაწყებითი კურსის პროგრამებიმეთოდური წერილებიმეცნიერული შრომებიხელმძღვანელობდა სასწავლო გეოგრაფიული რუკების ქართულ ენაზეგამოცემასგეოგრაფიული ნომენკლატურის ქართული ტრანსკრიფციის დადგენას.
1926 წლიდან ქართული სკოლის დაწყებით კლასებში მისი სახელმძღვანელოთი („წყარო“), ისწავლებოდა გეოგრაფია და ბუნებისმეტყველებაავტორია საბავშვო ზღაპრების სერიისა „სურათები-ზღაპრები“ (1916-1924).
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

თხზულებები

·         საქართველოს დედაქალაქი ტფილისიტფ., 1923;
·         ჩვენი მხარე ქართლიმხარეთმცოდნეობითი ნარკვევიტფ., 1925;
·         სამხედრო გეოგრაფიამისი არსი და თემატიკათბ., 1942;
·         როგორ ავგეგმოთ გარემოთბ., 1943.

ლიტერატურა

·         ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 3, გვ. 619, თბ., 1978 წელი.
·         გარსევანიშვილი., დავით დონდუათბ., 1978.

პლატონ შუშანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლატონ გიორგის ძე შუშანია (. 17 ოქტომბერი, 1894, ქუთაისი — . 21 მარტი, 1971, თბილისი) — ქართველი მეან-გინეკოლოგისაქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეპროფესორი.

ბიოგრაფია

ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზეხოლო1924 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტიახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, 1917 წელს შევიდა პარტიის რიგებში და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები. 1928 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სამეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე და მალე გაემგზავრა გერმანიაშისადაც მუშაობდა გამოჩენილი მეცნიერის შრედერის კლინიკაში. 1939 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორადაქვე განაგებდა სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკასრომელსაც სათავეში ედგა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.
მომდევნო წლებში მეცნიერი პირველი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი იყოსამამულო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას. 1944 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს გინეკოლოგთა საზოგადოების ტავჯდომარეა, 1967 წელს აირჩიეს ქალის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო საზოგადოების მსოფლიო ასოციაციის ეროვნულ პრეზიდენტად, 1969 წელს კი სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს სამშობიარო დახმარების კომისიის საპატიო წევრად.
დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენითოქტომბრის რევოლუციის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებითდაკრძალულიამწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

·         ბაბუნაშვილინოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

0 კომენტარი: